x
image
ბელენაი
ქალთა სამეფოს გენერალი
imageიშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ამორძალების სახელი რომ არ სმენოდეს. ბერძნულ მითს თუ დავუჯერებთ, ამორძალებს თავიანთი სამეფო ქჰონდათ მცირე აზიაში და კუნძულ ლემონსზე. ეს იყო მეომარ ქალთა ტომი. მარჯვენა ძუძუ მოკვეთილი ქონდათ - ისრის ტყორცნისას ხელი რომ არ შეეშალა. მამაკაცებს წელიწადში ერთხელ უკავშირდებოდნენ - მხოლოდ მემკვიდრეობის გასაგრძელებლად. ახალშობილ ბიჭებს მამებს ატანდნენ, გოგოებს იტოვებდნენ და ზრდნიდნენ.


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის დამაარსებელმა, დედოფალმა ლიბუშამ შექმნა გვარდია, რომელშიც მხოლოდ ქალები შედიოდნენ. გვარდიას მეთაურობდა ვინმე ვლასტა. ლიბუშას გარდაცვალების შემდეგ ვლასტა თავისი გვარდიელებითურთ გამაგრდა ციხესიმაგრეში, ვიდოვლეს მთაზე. ვლასტას გვარდიას განუწყვეტლივ ემატებოდნენ მამაკაცებზე განაწყენებული ჩეხი ქალები, ახალგაზრდები თუ ასაკოვანი.

ვლასტას ძალაუფლება ჩეხეთში საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. მეომარი ქალი ხარკს იღებდა სოფლებდა და ქალაქებისგან, აწესებდა გადასახადებს, უზენაესი მოსამართლეეც თვითონ იყო და განსაკუთრებული სისასტიკით “ძლიერი სქესის'' წარმომადგენლებს სჯიდა. მამაკაცები ისე ძლიერ ეჯავრებოდა, თავის სამფლობელოში სავსებით დედიშობილა დაიარებოდა (თუმცა ფარსა და ხმალს მუდამ ატარებდა) და ვაი იმ მამაკაცს, ვინც შეხედვას გაბედავდა!


ვლასტა კანონმდებელიც გახლდათ. მისი ერთ-ერთი კანონის ძალით სიკვდილით ისჯებოდა ყველა მამაკაცი, რომელიც იარაღს ატარებდა. მამაკაცებს უნდა ეხნათ, ევაჭრათ, კერძი მოემზადებინათ, ტანსაცმელი ეკერათ. ქალების საქმე იყო ომი. საქმროს ქალი ირჩევდა, თუ მამაკაცი უარს განაცხადებდა კლავდნენ. ჩეხეთის მეფემ რამდენჯერმე შეუტია ვლასტას გვარდიას, მაგრამ კარგახანს ვერაფერს გახდა. ბოლოს, 646 წელს, როგორც იქნა, მამაკაცებმა გატეხეს ქალების წინააღმდეგობა და... ვლასტას ყველა ამორძალმა ტყვეობას ბრძოლაში სიკვდილი არჩია.

9
361
16-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
361
  
2013, 4 ივნისი, 4:05
;) აქ ვლასტა ვიგულისხმეთ
2013, 4 ივნისი, 3:07
ლესბოსელები არ იყვნენ წელიწადში ერთხელ:D:D:D:D
2013, 3 ივნისი, 13:21
მადლობა გაიხარე, კი საინტერესოა ფაქტია ძალიან ისტორიიდან ერთოდ სახალისო და საინტერესო. ნუ რადგან კაცთა მოდგმა ეზიზღებოდა კი იქნებოდა ალბათ ლესბოსელიც
2013, 3 ივნისი, 10:36
ძლაინ მომეწონა:)
გადამკვდარი ფემინისტი ყოფილა,ეგ ლესბოსელიც იქნებოდა:)))
2013, 2 ივნისი, 21:51
არა ნიშანდობლივად არ დავდები ვკერდ მოკვეთილი ქალი,მაინც არ მსურს ლამაზი სქესის წარმომადგენლის დამახინჯებული ფორმით გადმოცემა
2013, 2 ივნისი, 21:49
და მთლიანი მკერდით რათ ხატია ქალი ფოტოზე თუ ერთი მოკვეთილი ჰქონდათ?
2013, 2 ივნისი, 21:48
კი მე არ ვიცოდი და საკმაოდ მომეწონა გადავწყვიტე აქაც დამედო
2013, 2 ივნისი, 21:46
საინტერესოა
0 1 9