სისხლის სამართალი სექსუალურმა მანიაკმა თავი მოიკლა 2013, 2 ივნისი, 10:32 მოსკოვი, 31 მაისი-ყოფილმა სამხედრომ, მანიაკმა სერგეი ვეჩერინმა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მასიურ გაუპატიურებაში, თავი მას შემდეგ მოიკლა, როცა მას სამართალდამცავებმა მიაკითხეს.იგი ეჭვმიტანილი იყო არანაკლებ 18 ქალზე თავდასხმასა და გაუპატიურებაში.44 წლის სერგეი ვეჩერინმა აღიარა დანაშაული და სანამ ოპერატიული მუშაკები სახლს ჩხრიკავდნენ, მოასწრო, აიღო სამზარეულოს დანა და სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა ყელში.როგორც აღმოჩნდა ვეჩერინი საკუთარი ავტომობილით მიდიოდა ხოლმე ახლომახლო სოფლებში, (ტვერის, ვლადიმირსკის, იაროსლავის ოლქებში)ძალად მიათრევდა ქალებს ტყეში, აწამებდა, აუპატიურებდა და თან ამას ყველაფერს ვიდეოზე იღებდა.სიკვდილის წინ სერგეი ვეჩერინმა სამართალდამცავებს მიუთითა ადგილი სად ინახავდა გადაღებულ ვიდეოებს და დაუსახელა ის საგნები, რომლელსაც იგი ქალების გაუპატიურებებისთვის იყენებდა. 35 2-ს მოსწონს
|