ქალი ანჯელინა ჯოლი ოპერაციის შესახებ:"ეს ჰგავდა სცენას ფანტასტიური ფილმიდან" 2013, 1 ივნისი, 19:54 ანჯელინა ჯოლიმ, კიბოს რისკის შემცირების მიზნით, ორივე სარძევე ჯირკვალი ამოიკვეთა. ოპერაცია თებერვალში ჩატარდა და ის რამდენიმე საათი გრძელდებოდა.ჰოლივუდის ვარსკვლავმა ინტერვიუში აღწერა ის შეგრძნებები რაც თან ახლდა მის ოპერაციას. " შენ იღვიძებ ოპერციის შემდეგ, უამრავი სადრენაჟო მილებით და დროებითი ინპლანტანტით მკერდში.ეს კი ჰგავს სამეცნიერო-ფანტასტიური ფილმის სცენას. რამდენიმე დღის შემდეგ კი შენ შეგიძლია, დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას." მისივე სიტყვებით მას დედა 2007 წელს ამ საშინელი დაავადებით გარდაეცვალა და ის ვერ მოესწრო მის ყველა შვილიშვილს."ჩვენ ხშირად ვსუბრობთ დედაჩემის შესახებ, და ვცდილობ აუხსნა ბავშვებს თუ რა არის ეს დაავადება, რომელმაც ჩვენ ის წაგვართვა."
119 7-ს მოსწონს
|