პირველ ივნისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია მოციქულთასწორის და ქართველთა განმანათლებელის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. მანამდე ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლად წმინდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასნათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.
წმინდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან ერთად სომხეთში ჩავიდა. წმინდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარვანის ტბას მიაუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. "ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა", "მთანი ჩრდილოსანი" კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, "სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკთა".
საქრთველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამისა ამ დღისა, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.
Ps. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს მრავლს დაესწარით.