x
image
ბესო დანელია
ბზობა
ბზობა

ძვირფასო ინტერმედიელებო გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალს დაესწარით.

პასექის წინა კვირას ქრისტე იერუსალიმს გაემგზავრა, მისი ბრძანებისამებრ, ორმა მოწაფემ გზად მიმავალს კვიცი მოჰგვარა. მაცხოვარი სახედარზე შეჯდა და ხალთან ერთად შევიდა ქალაქში, სადაც მას თაყვანისცემელნი, - რომელთაც იწამეს ლაზარეს მკდრეთით აღმდგენელი, - შემოეხვივნენ. ზოგი სამოსელს უფენდა ზოგიც პალმის ტოტებით ხვდებოდა სანატრელ სტუმარს - თან ღაღადებდნენ: "ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ - არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დედაქალაქს უფლის შებრძანება ძველი იერუსალიმის დამხობასა და ახლის შენებას მოასწავებდა. იგი მიანიშნებდა: ბოროტებაზე - სიკეთის, სიკვდილზე - სიცოცხლის გამარჯვებას; ეს კაცობრიობის ძე-ღმერთის ჯვარცმითა და ბრწყინვალე აღდგომით ემცნო. ბზობით დაიწყო გოლგოთაზე აღსრულებული საიდუმლოებათა საიდუმლო, ეკლესიამ შეიცნო მაცხოვარი, როგორც განკაცებული ძე ღვთისა და საზეიმოდ აღნიშნავს უფალთან შეხვედრის დღესასწაულს.

image


image

15
165
16-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
165
  
2013, 28 აპრილი, 13:27
გილოცავთ!
2013, 28 აპრილი, 9:29
ბზობა - ბაიაობა. უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. გილოცავთ!
2013, 28 აპრილი, 0:42
გაიხარე!
2013, 28 აპრილი, 0:39
მეც გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
2013, 28 აპრილი, 0:34
გილოცავ
2013, 28 აპრილი, 0:15
მადლობა შენც ასევე
2013, 28 აპრილი, 0:11
გაიხარე,გაიხარე.
2013, 28 აპრილი, 0:09
გაიხარე.. მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10