x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135668
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510044
როგორ გავხდეთ ზღვის სეზონისთვის-კეფირის დიეტა
კეფირი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, გამოიყენება სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებისას, აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას.

ყველაზე პოპულარული კეფირის დიეტა არის მონოდიეტა, რომლის განმავლობაში დღის მანძილზე 5-6-ჯერ მიირთმევთ 1-1, 5 ლ.

უშაქრო კეფირს დროის თანაბარ შუალედებში.

დიეტა გრძელდება სამი დღე.


image

არსებობს ასევე კეფირის და ხილის დიეტა, რომლის განმავლობაში მიიღებთ 1-1.5 ლიტრ კეფირს დღეში და ამატებთ ერთ კგ. ტკბილ ხილს (ყურძნის და ბანანის გარდა) და ასევე ბოსტნეულს.

დიეტა გრძელდება ხუთი-ექვსი დღე.


კეფირის დიეტის დადებითი მხარეები:

დიეტის მეშვეობით ადვილად გახდებით-რაც გჭირდებათ კიდეც შვებულების წინ. დაიკლებთ დაახლოებით 8-10 კგ-ს. მთავარია, რომ გახდომის პროცესი ჯანმრთელობას არ ვნებს, ამიტომ მისი გამეორება შეგიძლიათ ორ თვეში ერთხელ.


კეფირის დიეტის უარყოფითი მხარეები:

დიეტის დროს უარესდება ადამიანის ემოციური მდგომარეობა.

ასეთი მკაცრი შეზღუდვის ფონზე მოსალოდნელია დეპრესიის განვითარება. ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განაწილება.

კეფირის დიეტის მენიუ:


1 დღე-5ც. მოხარშული კარტოფილი და 1, 5 ლ კეფირი;

2 დღე-100გ. მოხარშული ქათმის ხორცი და 1, 5 ლ კეფირი;

3 დღე- 100 გ. მოხარშული საქონლის ხორცი და 1, 5 ლ კეფირი;

4 დღე-100გ. მოხარშული თევზი და 1, 5 ლ კეფირი;

5 დღე-ხილი და ბოსტნეული და 1, 5 ლ კეფირი;

6 დღე -მხოლოდ კეფირი;

7 დღე-მინერალური წყალი.


კეფირის დიეტის დროს აკრძალულია მარილის და შაქრის მიღება.

დიეტის გამეორება შეგიძლიათ ერთი თვის შემდეგ, თუმცა უმჯობესია რამდენიმე თვის შემდეგ.

დიეტის დასრულების შემდეგ შეზღუდეთ ცხიმიანი, ტკბილი, ცხარე პროდუქტების, ასევე ფქვილის ნაწარმის მიღება.

0
1754
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1754
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0