x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ის რაც იყო და ის რაც ჩემია

image

მინდა ყოველთვის ღიმილს
ვხედავდე შენს სახეზე.მინდა ნათელი იყოს ის თვალები რომელიც მაბნევს და
მაწითლებს...


გრძნობებს მალვა უნდაო, და
შემიძლია კი ეს მე?!მინდა ვიცინოდე როცა მეცინება, მინდა ვტიროდე როცა
მეტირება, მინდა მენატრებოდე როცა „მენატრინება“, მინდა ვოცნებობდე, როცა მეოცნებება
და ამაში არის კი რამე დასამალი?!....არც არაფერი და რომც ვეცადო არ გამომივა....


ღრუბლიან ცაზე გამოსულ მზეს
გამგვანებ და ჩემთვის მუდამ ბედნიერება მოგაქვს...მჩუქნი წუთებს ლამაზს და
დაუვიწყარს, ნეტა ეს ოდესმე სრულდება?ალბათ კი რადგან არაფერი არ არის მარადიული!მე
მომწონს და მიყვარს ის რაც არის დღეს და არის კი საჭირო იმის ცოდნა რა იქნება
ხვალ......???მარტო როდესაც ვრჩები გულს მზეს ვუშლი და ისიც თბილ რჩევებს
მაძლევს, ამ დროს ეჭვიანი წვიმა მისველებს სახეს და ამით მაგრძნობინებს რომ მისი
იმედიც უნდა მქონდეს!!!
image


გადის დრო და დავრწმუნდი რო
მარადიული მართლაც არაფერია.....დამთავრდა ის რაც ასეთი ლამაზი იყო.....დავიბრუნებ
იმ დღეებს დილით და ეს წყენა გაქრება ღამით, ისე როგორც გაქრი შენ.....ვერ გაიგე
ეს????გაიგებ ხვალ როცა მნახავ გაღიმებულს
და ლაღს, გაგიკვირდება, გაოცდები არაფერს მკითხავ და იმედგაცრუებული გაუყვები გზას, ცხოვრების
გზას.....იქნება ზარი ტელეფონზე და პირველად არ ვუპასუხებ ამ ზარს და გაქრები
ალბათ!!!!!!


ვხვდები რომ აღარ
მაინტერესებს იქნება თუ არა შენს სახეზე
ღიმილი, არც შენი ნათელი თვალების ბედი მაიტერესებს და აღარც შენი გამოხედვა
გამაწითლებს ქუჩაში ჩუმად რომ გამოაპარებ თვალს ჩემსკენ!!!ჩემთვის აღარც მზე ხარ
და აღარც ღრუბელი, დღეს არც მზეს ველაპარაკები რამეს და არც ეჭვიანი წვიმა
მისველებს თვალებს, მაგრამ რა იქნება ხვალ????არვიცი რა იქნება
ხვალ.....ალბათ ისევ უიმედობა და იმედ გაცრუება, ისევ ღრუბელი და ისევ წვიმა დაასველებს გზას რომელზეც მე ვივლი და ეს
ჩემთვის ისევე უმნიშვნელო იქნება როგორიც შენ....გავივლი სველ გზას ჩუმად და მშვიდად
იმ იმედით რომ გზის ბოლოს სინათლე მომჭრის თვალს და მიმიზიდავს, ისე როგორც ერთ
დროს შენ!!!!და მაინც ვერ გიშორებ შენ.........!!!!!!!!???????

image

15
64
19-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
64
  
2013, 3 ივნისი, 12:34
გენაცვალე,მადლობა...
2013, 3 ივნისი, 12:19
ჩემი ნიჭიერი გოგო! ძალიან მაგარია:))))
2013, 31 მაისი, 13:07
გაიხარეეეეე, დიდი მადლობააა
2013, 31 მაისი, 12:48
კარგი ადამიანის კარგი სტატია.
2013, 31 მაისი, 10:55
გაიხარეთ,კარგი და დამაფიქრებელი სიტყვებია, ყველას რეალობას რომ შეესაბამება...
2013, 31 მაისი, 9:15
ჰო. მართლა კარგი იყო.და საერთოდ კარგია ასეთი მოგონებები რომ რჩება,ზოგი სევდიანი, ზოგი მხიარული.მთავარიაეს ყველაფერი იყო.ასე მგონია ზოგჯერ,ჩვენი ცხოვრება მარტო წარსულისგან შედგება,არ ვიცით რა გველოდება,... წარსული კი ჩვენია
2013, 30 მაისი, 16:07
ხო რა ეგრეა რაცარუნდა ცუდი იყოს წარსული ,მაინც კარგად გვაგონდება,აწმყოთი უკმაყოფილოები ვართ მანამ სანამ ისიც წარსულად არ იქცევა და აი ესე...
2013, 30 მაისი, 16:04
yoveltvis ragacas mivtirit xolme, es asea.. mere mivtirit imas rasac adre sheidleboda bedniereba moetana:(
2013, 30 მაისი, 15:53
არა არ მენატრება,უბრალოდ კარგი იყო და მენანება :)ოგონდ პიროვნება არა,აი ის პერიოდი
2013, 30 მაისი, 15:46
აი მონატრება..:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10