x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135855
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
ახდენილი ოცნება-გამოსაშვები საღამო სუპერმოდელთან ერთად

image გამოსაშვები საღამო დაუვიწყარ ზეიმად ექცა კალიფორნიელ მოსწავლეს, ჯეიკ დევიდსონს. მან დიდი ოცნება აისრულა.ინტერნეტ სივრცეში ცნობილი იყო ვიდეო რგოლი, სადაც ეს ყმაწვილი, ცნობილ მოდელ-კეიტ აპტონს სთხოვდა ზეიმზე გაჰყოლოდა. 20 წლის მოდელი თავდაპირველად დათანხმდა, მაგრამ დატვირთული რეჟიმის გამო ვერ შეძლო მოზარდის მეგზურობა. ჯეკ დევიდსონის სურვილს გამოეხმაურა აპტონის კოლეგა. 21 წლის დანიელი სუპერმოდელი-ნინა აგდალი.image
-"ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ გადამხდებოდა.ეს ბედის დაუჯერებელი შემობრუნებაა.ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება ..მე ყველაზე ლამაზი გოგონა მყავდა, ძალიან ვიმხიარულეთ.image
ეს უბრალოდ ახდენილი ოცნება იყო..."ამბობს აღფრთოვანებული დევიდსონი. აგდალი და დევიდსონი ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს. გამოსაშვები საღამოთი და თავაზიანი თაყვანისმცემლით მოხიბლული დარჩა სუპერმოდელიც .-"საკუთარ გამოსაშვებ საღამოს დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ დავესწარი, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი ჯეიკის წინადადებას"-განაცხადა ნინა აგდალმა. "უკვე შვთავაზე რომ ერთად ვისადილოთ, თუკი როდისმე ჩვენს მხარეში მოხვდება.ამას მოუთმენლად დაველოდები"-განაცხადა ჯეიკმა. საღამოს დასასრულლს მოდელმა მოზარდი თბილი ჩახუტებით დააჯილდოვა.image

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0