x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
''მის სამყარო'' შეცდომით გამოავლინეს
image შაბათ ღამეს ონტარიო დენის გარიდოს, რომელიც 26 წლის წარმატებული კანადელი მოდელია, ''მის სამყარო კანადის'' გვირგვინი დაადგეს თავზე. მეორე დილას კი ჟიურის წევრებმა გამოაცხადეს, რომ ქულების დათვლისას შეცდომა დაუშვეს და გამარჯვებულის დიადემა კალგარელ (ქალაქი სამხრეთ კანადაში) მონაწილეს, რიზა სანტოსს გადაულოცეს.

დროებითმა გამარჯვებულმა ონტარიომ განაცხადა, რომ როდესაც მოულოდნელად დაუძახეს დაუგეგმავ შეხვედრაზე მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. მან აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ერთდროულად ზღაპრად და კოშმარად იქცა 24 საათში. იგი ბავშვობიდან ოცნებობდა ''მის სამყაროს'' ტიტულის მოპოვებაზე და როდესაც შეიტყო, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი შეცდომა იყო ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა საკუთარ თავს მსხვერპლად მაინც არ მიიჩნევს. ჟიურის წევრები მას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. (წითელ კაბაში ''მის სამყაროს'' ''შემთხვევითი'' გამარჯვებული ონტარიო გარიდო)

ონტარიო გარიდო

მომდევნო ფოტოებზე კი ''მის სამყარო კანადა 2013'' კონკურსის ნამდვილი გამარჯვებული, 26 წლის რიზა სანტოსია.


imageimageimage


1
874
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
874
  
2013, 29 მაისი, 18:56
ორჯერვე შემცდარან,არცერთს არ ეკუთვნისეგ ტიტული
0 1 1