x
image
თამუნა გეწაძე
ტომ კრუზი დაეხმარება დევიდ ბექჰემს გახდეს მსახიობი?

image


დევიდ ბექჰემმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. ენერგიური სპორტსმენი არ აპირებს უსაქმურად ყოფნას. გავრცელდა ხმები, იმის შესახებ, რომ მისი ოცნებაა მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობის მიღება და სწორედ ამის შესახებ მან დახმარება მის ძველ და კარგ მეგობარს ტომ კრუზს სთხოვა." ბექჰემი ჯერ კიდევ სიგიჟემდეა შეყვარებული ფეხხბურთზე, ის ფიქრობს, რომ მაქსიმალურად შეძლო მისი მონაცემების ამოწურვა და მიაღწია ყველაფერს რაც კი შეეძლო. ის ჯერ ახალგაზრდაა, დადგა იდეალური მომენტი, რომ გადავიდეს სამსახიობო კარიერაში და მიიღოს მთავარი როლები, მას ამის ყველანაირი მონაცემი აქვს"- განაცხადა მისმა პეარ-მენეჯერმა.


image

ტომი და დევიდი ბოლო დროს იშვიათად ხვდებიდნენ ერთმანეთს. დევიდს არ მოსწონდა ტომის გატაცება საიენტოლოგიით, და მისი სურვილით რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავი ჩაერთო ამ საქმეში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ურთიერთობა ტომთან არ გაუწყვეტია, ბექჰემს იმედი აქვს, რომ ტომი მას რეკომენდაციას გაუწევს და დაეხმარება. ვინ იცის შეიძლება დევიდი კი ვიხილოთ "შეუსრულებელი მისიის" მეხუთე სეზონში? თუ იმისაც გავითვალისწინებით, რომ დევიდის გვარის ნახვა ტიტრებში, სერიოზულ ფინანსურ მოგებას მოუტანს ნებისმიერ ფილმს.

1
27
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
27
  
2013, 29 მაისი, 10:21
მაგარი ხარ და მიყვარხარ.
0 1 1