x
image
თაზუ
სსრკ-ის უსამართლობით მსხვერპლად ქცეული ოჯახის ტრაგიკული ისტორია
imageარავისთვისაა სიახლე, რომ საბჭოთა კავშირის დროს გასამართლების გარეშე უამრავი უდანაშაულო ადამიანი გადაასახლეს სამშობლოდან ძალიან შორს. მე მინდა მოგიყვეთ ერთი ოჯახის შესახებ, რომელიც სწორედ ასეთი რეპრესიის მსხვერპლად იქცა. (სახელებსა და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ).


ბატონი ლ.ჟ. დაიბადა ქ. სენაკში. რომანოვების ოჯახის დახვრეტის დღეს იმყოფებოდა სასახლეში და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ჰქონდა სიმღერის გამორჩეული ნიჭი. მთელი ოჯახით მიწვეული იყო პეტერბურგში ოპერის მომღერლად, თუმცა სამშობლოს სიყვარულმა არ მისცა უფლება გადასახლებულიყო რუსეთში.

მშობლიურ კუთხეში განსაკუთრებულად უყვარდათ და ხშირად იკრიბებოდნენ მის ოჯახში საქეიფოდ, სამღერად და ერთმანეთის დარდის გასაზიარებლად. ამით ისარგებლეს მტრებმა, დაწერეს განცხადება, რომ ბატონი ლ.ჟ.-ს სახლში ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ სამშობლოს მოღალატენი და აწყობდნენ შეთქმულებას მთავრობის წინააღმდეგ. ამ განცხადების საფუძველზე სრულიად უდანაშაულო ლ.ჟ. გადაასახლეს, ცოლი სამშობლოს მოღალატის ცოლად, შვილები კი სამშობლოს მოღალატის შვილებად გამოაცხადეს. თანასოფლელებს აუკრძალეს მათთან ურთიერთობა.

გავლენიანი ნათესავების ჩარევით გაიმართლა სასამართლო, ლ.ჟ. უდანაშაულოდ ცნეს და დააბრუნეს ოჯახში. უამრავი ხალხი მოაწყდა მის სანახავად, რის შედეგადაც 2 თვის შემდეგ იგივე ადამიანებმა, იმავე შინაარსის განცხადების შეტანის შემდეგ გადაასახლებინეს ბატონი ლ.ჟ. ამჯერად საბოლოოდ. იგი გადასახლებაში დაიღუპა და მისი საფლავი დღემდე უცნობია ოჯახისათვის.


რაც შეეხება მის ოჯახს, მთავრობამ ჩამოართვა მამა-პაპისეული სახლი და საცხოვრებელი საკუთარი სახლის სარდაფში მიუჩინა.(!) წლების განმავლობაში ისინი არ ითვლებოდნენ თანაბარუფლებიან მოქალაქეებად. წარმოიდგინეთ ბავშვების ტკივილი, რომლებსაც სკოლაში თანაკლასელები ამრეზით უყურებდნენ და ზურგს აქცევდნენ.

წამებასა და ტანჯვაში განვლო მრავალმა წელმა. ბატონი ლ.ჟ.-ს საქმის შესახებ დაიწყო გამოძიება და იგი უდანაშაულოდ ცნეს. იგი უკვე გარდაცვლილი იყო. დაიბარეს მისი ვაჟი და მისცეს ნება სასჯელი თვითონ გამოეტანა სამი დამნაშავისათვის, რომლებიც მისი მეზობლები აღმოჩნდნენ. აქედან ორი უცხოეთში იყო, ხოლო მესამე 80 წლის, პენსიაზე გასული მოსამართლე გახლდათ. ვაჟმა დიდსულოვნება გამოიჩინა და განაცხადა, რომ დასჯით მამას ვერ დაიბრუნებდა და მიუტევა.

თუმცა მაინც ღრღნიდა იმაზე ფიქრი, რატომ გახდა მაინცდამაინც მამამისი ამ ადამიანების სამიზნე. მან მოსამართლეს მიაკითხა და მტანჯველ კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვა. ატირებული მოხუცი მას ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა. შემდეგ კი შემაძრწუნებელი ისტორიის მოყოლა დაიწყო:"ერთადერთი შვილი მყავდა, ულამაზესი გოგონა. 20 წლის იყო, როდესაც გააუპატიურეს და დამხრჩვალი ჭაში ვიპოვე. გზაარეულმა ეჭვი მამაშენზე ავიღე და შური ვიძიე. მხოლოდ მეორე გადასახლებიდან რამოდენიმე თვეში გავიგე ნამდვილი დამნაშავის ვინაობა. თუმცა ძალიან გვიანი იყო რაიმეს შესაცვლელად. დანარჩენი ორი დამნაშავე, კი მე ვაიძულე ხელი მოეწერათ."

თავად განსაჯეთ, რა დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი და რამხელა ზიანი შეუძლია მიაყენოს მან სხვებს, როდესაც ქვეყანაში უსამართლობა სუფევს.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0