სხვა ხანგრძლივი ქორწინებები 2013, 28 მაისი, 20:36 დღევანდელ რეალობაში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, როდესაც ქალი და მამაკაცი იტყვის რომ მათი ქორწინება შვიდ, რვა, ათ ან კიდე უფრო მეტ წელს ითვლის. ესეა როგორც მსოფლიო მაშტაბით ასევე საქართველოშიც, განსაკუთრებით შოუბიზნესის წარმომადგენლების, რომლებისთვისაც განსაკუთრებით რთულია ერთდროულად ქონდეთ კარიერა და ამავე დროს იდილია ოჯახში, სულ რამდენიმე წყვილი შეიძლება მოიძებნოს, რომელთა ქორწინებამაც მრავალ წელს გაუძლო და ალბათ კიდევ ბევრ წელსაც გაუძლებს. მე ყურადღებას სულ რამდენიმეზე გავამახვილებ. რთულია ამ თემაზე სტატია დაწერო და პირველი ბექჰემების ვარსკვლავური ოჯახი არ გაგახსენდეს. ფეხბურთელი დეივიდ ბექჰემი და მისი მეუღლე ვიქტორია ბექჰემი.დეივიდს ის ერთი დანახვით შეუყვარდა, როცა ჯგუფ Spice Girls_ის კონცერტს უყურებდა სასტუმროს ნომერში, სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, რომ შავთმიანი ლამაზმანი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო.1999წელს იქორწინეს და დღემდე ერთად არიან.ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ გავრცელებულა ჭორები მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ყოველ ახალ ჭორზე ვიქტორია ქმარს შვილს უჩენდა და აქედან გამომდინარე ყველა ჭორი უფერულდებოდა.მათ ოთხი შვილი ყავთ სამი ბიჭი და ერთი გოგო.
562 16-ს მოსწონს
|