დღეს ჩინეთის თითქმის ყველა სამაუწყებლო ტელევიზია აშუქებს შოკისმომგვრელ ფაქტს. ორი დღის მიტოვებული ჩვილი, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ქალაქში, საკანალიზაციო მილში იპოვეს. ქალაქის მცხოვრებლებმა ბავშვის ტირილი გაიგონეს და პოლიციას შეატყობინეს. მეხანძრეები ვერ ახერხებდნენ მილის მთლიანად გაჭრას, ამიტომაც ჩვილი საავადმყოფოში საკანილაზიო მილით გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ბავშვი საკუთარმა დედამ საპირფარეშოში ჩარეცხა და შემდეგ თავის მოკვლა სცადა. ამ დროისთვის ბავშვიც და დედაც სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.