x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135857
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ტარიელ ხარხელაურის მიმართვა ქართულ საზოგადოებას
ტარიელ ხარხელაურის მიმართვა ქართულ საზოგადოებას
image imageბოლო პერიოდში ქართულ მწერლობაში განვითარებული მოვლენები დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში. სამწუხარო ფაქტია, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და წარმოიქმნა ერთგვარად დაპირისპირებული მხარეები. ჩვენს სამშობლოს ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა. მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს... აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ.
... ტახტზე ფიქრია იოლი -
დავითობაა ძნელი!
თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზე უფრო მცირე
ტარიელ ხარხელაური
26.05.2013

გთავაზობთ ტარიელ ხარხელაურის ლექსებს

შენ ჩემო დიდი ტკივილო

შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო.
შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე...
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.
მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.


***

აღელდა
მკერდი აიავაზა,
ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით,
რად მეჩვენება ასე ლამაზად
ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის.
წუხელის მთებში ირმებს ვდიე და
მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება,
რად მეჩვენება ასე ძლიერად
ქარი, რომელიც გვერდით გამცდება.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დაგაღამდა სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი.
მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში,
ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს
და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში
ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე.
არა თუ მოჩანს - კიდევაც ქრება,
გადაეფარა თვალის საწიერს,
სულისთვის როგორ იქნება შვება,
მზერა თუ არსად წამომაწიე.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დავიღამე სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი


ტარიელ ხარხელაური ლექსი "ბრძანე მოძღვარო" კითხულობს მამა პეტრე(კვარაცხელია)

ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას- უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო, ვგავარ საძვალეს
დაყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!
ბრძანე, ბრძენკაცო, ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს, მოძღვარო!ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს.


imageმადლობა, დამბადებელო,
ნაკლულს რომ მავსებ შენითა,
ხორცს სინანულით მიმოსავ,
სულს მილამაზებ რწმენითა,
შენის საუფლო ყვავილებს
… მეც ხშირად ვკვებავ ცრემლითა.
მადლობა, ყოველთმპყრობელო,
სამყაროების მამაო,
რომ იმათ ბაგეზე მაბამ,
ვისაც მადლითა ჰნამავო.
ბევრჯერ გამიფრთხო სიზმარი,
ცით ჩამომდგარმა ხმამაო,
სანთლების შუქთან მიმდგარი,
სანთლის მათრთოლა ალმაო,
არც ჭირის, არც სიხარულის
აღარ მჭირდება მალვაო...
მადლობა, დამბადებელო,
ნაკლულს რომ მავსებ შენითა.

image


1
117
7-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
117
  
2013, 28 მაისი, 13:02
მაგარი კაცია!
0 1 1