x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ბავშვობაწართმეული სილამაზის დედოფლები

image ბავშვთა სილამაზის კონკურსები საკმაოდ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კონკურსები, თავისი მასშტაბურობით და სკანდალებით.მართლაც და, რა სჯობს ამდენი თოჯინასავით ლამაზი გოგონას ყურებას.მაგრამ, ცოტა თუ ხვდება ამ საოცრად ლამაზი შოუს უკან რამდენი ბავშვის წართმეული ბავშვობა, ცრემლი, ტკივილი და სტრესული მდგომარეობა იმალება.სტატისტიკურად, კონკურსებში, უფრო ხშირად საშუალო ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთა მშობლები იმედოვნებენ კონკურსში გამარჯვების შედეგად სოლიდური თანხის მიღებას.ეს გოგონა სილამაზის კონკურსის 300-ჯერ გამარჯვებული- იდენ ვუდია.(ნეტა როდის ასწრებს თანატოლებთან თამაშს?).imageგოგონებს, თოჯინასავით რომ გამოიყურებოდნენ, მშობლები ხშირად მტკივნეულ პროცედურებს უტარებენ. ამ სურათზე 8 წლის ბრიტნის, ბოტოქსის ინექციას უკეთებენ. "ინექცია საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ჩემი შვილი შეეჩვია უკვე."-განაცხადა ბრიტნის დედამ. თმისა და წამწამების დაგრძელება, შინიონი, დასაკრავი ფრჩხილები, კბილების გასწორება და თქვენ წარმოიდგინეთ, პროთეზიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა კონკურსის დროს.image 3 წლის აირა ბრაუნი სცენაზე14 თვიდან გავიდა, დედა მას თმებსაც უღებავს და რთულ მაკიაჟსაც უკეთებს. აირას, უკვე, ცნობილი ბრენდები სამოსის რეკლამაში იღებენ. ერთ-ერთ კონკურსზე კი 4 წლის გოგონა, მეგი ჯექსონი სილიკონის მკერდითა და თეძოებით გამოვიდა.ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო ჟიური. image 6 წლის ალანა ტომსონს, რომელსაც "ჰანა ბუ ბუს" ეძახიან, დედა ლიმონათში ენერგეტიკულ სასმელს უზავებს, იმისათვის, რომ გოგონა სულ კარგ ხასიათზე იყოს."მერე რა მოხდა, ალკოჰოლს ხომ არ ვაძალებ?"- ამბობს ქალბატონი ტომსონი. ტრაგიკულად დასრულდა 1996 წლის კონკურსის გამარჯვებულის, ჯონ-ბენეტ რემსის ბედი.იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული გოგონა მანიაკმა გაიტაცა.მკვლელმა მშობლებს გამოსასყიდი თანხა მოსთხოვა.გოგონა სარდაფში იპოვეს მკვდარი. მას სხეულზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კვალი აჩნდა.მკვლელი გოგონას ფანი იყო.image






2
122
3-ს მოსწონს
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
122
  
2013, 27 მაისი, 2:16
ბოლო სურათზეა ეს ბავშვი
2013, 27 მაისი, 0:49
6 wlis bavshvi gaaupatiura?:/fu pedofili:/
0 1 2