x
image
თაზუ
ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობა არ დასრულებულა?!
imageბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი დიდი ხანია, რაც დაშორდნენ, თუმცა სიახლეები მათი ქორწინების შესახებ დღესაც აქტუალურია. ვიზაჟისტმა ჯინ ბლეკმა, რომელიც ბრედ პიტის გრიმიორად 90-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა, გაავრცელა ახალი ინფორმაცია, წყვილის დაშორების და მსახიობის ანჯელინა ჯოლისთან რომანის შესახებ.




"ბრედი თანახმა იყო განქორწინებულიყო ენჯის გაცნობის წამიდან. მე არ შემიძლია რაიმე ცუდი ვთქვა ენისტონის შესახებ. მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და ვიცი, რომ დღესაც კი ისინი კარგი მეგობრები არიან."

განქორწინების მიზეზად, ვიზაჯისტი ანჯელინას მტკიცე ხასიათს ასახელებს:

"ბრედმა ანჯელინაში დაინახა თამამი პიროვნება, რომელიც ცხოვრებისგან ყოველთვის მაქსიმუმს იღებდა. მე ვგრძნობდი, რომ ბრედიც ასეთი ხასიათის იყო და უნდოდა გაემჟღავნებინა."


ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ანჯელინას გაცნობამდე, მისი ცხოვრების ათი წელი უაზროდ გატარებული დრო იყო. ეხებოდა თუ არა ეს ფრაზა ენისტონსაც? თუ მათ მართლაც შეინარჩუნეს თბილი მეგობრული ურთიერთობა? ამბობენ, რომ ენისტონი ენჯისა და ბრედის თავის ქორწილში დაპატიჟებასაც აპირებს.

imageimageimageimageimage




0
279
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თაზუ
თაზუ
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0