სხვა მეტროში სიყვარულის ვაგონი ივლის 2013, 24 მაისი, 16:25 სატრანსპორტო კომპანია Ropid-ის ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სპეციალური ვაგონები ივლის მარტოხელა მგზავრებისთვის, სადაც მათ ერთმანეთის გაცნობა შეეძლებათ.
სიყვარულის ვაგონს ჩვეულებრივ ვაგონებთან შედარებით განსხვავებული და გამორჩეული დიზაინი ექნება.
ორგანიზაციის მიზანია ალტერნატივა შექმენას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად საკუთარი მანქანით მოძრაობენ.
"ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეტრო მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის და აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ვერ იზამთ საკუთარ მანქანაში, "- ამბობს კომპანიის პრეს-მდივანი. პრაღაში სულ 54 მეტროსადგურია და მეტროპოლიტენი დილის 4-დან ღამის 5 საათამდე მუშაობს. მეტრო ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებად ითვლება და ამ ტრანსპორტით ყოველდღიურად ქალაქის 40% სარგებლობს. 31 3-ს მოსწონს
|