x
image
ვაჟა ხუციშვილი
უნიტაზი დაქოქე, გავდივართ !
imageკოლინ ფერზმა, ინგლისის ქალაქ სტემფორდიდან, ჩქაროსნული უნიტაზი ააწყო.


ამ საშვილიშვილო და კაცობრიობისთვის მეტად სასარგებლო საქმეს მოქალაქე ფერზმა ერთი თვე შესწირა.


ჩქარუნიტაზი აღჭურვილია 140 კუბური სმ-ის მოცულობის ძრავით და საათში 88 კილომეტრს ეწეწება.


კოლინი ფრიად კმაყოფილია ლეგენდარული გამოგონებით, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მისი ტარების ეშინია.



ფერზმა ჯერ კიდევ შარშან, ბავშვის სასეირნო ეტლს დაუყენა ძრავა და 80 კმ საათამდე გააქაჩინა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.


მანამდე კი მოასწრო ყველაზე გრძელი მოტოციკლის ( 22 მეტრი ) აწყობა და ყველაზე დიდი კოცონის დანთება.


შრომობს ხალხი, რას ერჩით.


დატვირთეთ ეს კაცი !

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
78
  
2016, 20 მაისი, 14:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1