x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ორდღიანი მოგზაურობიდან დღეს თბილისში დაბრუნდა
image
ქართულ პოლიტიკაში დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია, რაც გამოიხატა საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის მოქმედი გუბერნატორის ზურა ჭიაბერაშვილის დაკავებით, თუმცა 5 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანის გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში იქნა გადაყვანილი.

image
ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მერაბიშვილის მეუღლემ 21 მაისს სპეციალურად დატოვა საქართველო, რის შესახებაც თაკო სალაყაიამ პირველი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. სალაყაია მეუღლის დაკავების მოტივს აბსურდულს უწოდებს. მისივე განცხადებით:-" რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში, ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ახლობლები მის გვერდით ვართ, ვიქნებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე"...

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ წავიდა და დატოვა მან ქვეყანა, სალაყაიამ განაცხადა: -" ქვეყნიდან მართლაც ვიყავი წასული, მაგრამ როგორც კი შევიტყვე, დავბრუნდი, აქ ვარ ახლა და შეუძლიათ გადაამოწმონ.თუ გავიქეცი ქვეყნიდან, მაშინ თანხა რატომ დავტოვე სახლში?...

როგორც საზოგადოებისათვისაა ცნობილი, ყოფილი პრემიერს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც პროკურატურა არა ერთ დანაშაულში ედავება.


image

2
66
28-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
66
  
2013, 26 მაისი, 20:33
ვანომ იკითხოს, თორემ თაკო ისეთი გაქანებისაა არ დაიკარგება.
2013, 24 მაისი, 12:34
უქალობის ქალი
0 1 2