x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ლევან აბაშიძე-ფესვებს შეწირული ლამაზი სიცოცხლე

image ლევან აბაშიძე, ცნობილი ქართველი მსახიობი 29 წლის ასაკში დაიღუპა, 1992 წელს ქართულ- აფხაზური კონფლიქტისას ზემო ეშერასთან.იგი 22 მაისს 50 წლის გახდებოდა.იმ ავბედით დღეს, საქართველომ არ დაჰკარგა ნიჭიერი, ულამაზესი და კეთილშობილი ახალგაზრდა.

ლევანმა ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო ქართულ კინოში 14-მდე როლის შესრულება. მისი გმირები ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებდნენ მაყურებელს.თითქოს, ლევანის ცხოვრების მიზანი, ქართულ დრამა "ფესვებში"1987 წელს ნათამაშებმა მისმა როლმა გამოავლინა-იგი "საკუთარ ფესვებს" შეეწირა.როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი საშინლად ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო.არა და, იმ ხანებში ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. მეგობართან ერთად გადაფრინდა სოხუმში და პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა. ლევანი, ერეკლე II -ის პირდაპირი შთამომავალი იყო, თეკლა ბატონიშვილის შტოდან.მასში დიდი ქართული, არისტოკრატული გენი ცოცხლობდა.

ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა.ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ლანა ღოღობერიძემ, ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.image
ეს დიდებული ქართველი ვაჟკაცი, ქართული გენის მშვენება, საქართველოს ყოველთვის გაახსენდება მისი ხანმოკლე ცხოვრების ნათელი კვალით.ის ყველა ქართველს შეგვახსენებს წინაპართა ანდერძს- "ხის სიმაღლე მიწიდან კი არ იზომება, არამედ, ფესვებიდან.შენი ფესვები იქ არის- საქართველოში...."

2
344
4-ს მოსწონს
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
344
  
2013, 23 მაისი, 19:31
გეთანხმებით,ღირსეული ქართველი იყო.იმ წლებში არაფერი მიკვირდა,მაგრამ მისმა დაღუპვამ თავზარი დამცა.
2013, 23 მაისი, 16:44
ეს ადამიანი რომ მახსენდება ცუდად ვხდები...ასეთი ლამაზი და კეთილი ხალხი ასე ადრე არ უნდა კვდებოდნენ...ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გმირია საქართველოსი...პოსტი უმაგრესი...სათაური შესანიშნავი...ყოჩაღ!!!
0 1 2