x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
ყველაზე გავლენიანი ქალბატონები
რეიტინგულმა გამოცემა ''ფორბსმა'' მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს პოლიტიკის, ბიზნესისა თუ კულტურის სფეროებში.

10. მეათე ადგილი ''პეპსის'' ერთ-ერთმა მფლობელმა ინდირა ნუიმ დაიკავა. მისი შემოსავალი ყოველ 4 თვეში 13 მილიარდ დოლარს აღწევს.

image

9. მეცხრე ადგილი სონია განდიმ დაიკავა, რომლის ძალაუფლების წყარო ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაა.



image

8. მერვე პოზიცია კი ამერიკელმა ქალბატონმა, ჯანეტ ნაპოლიტანომ დაიკავა. მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი გახლავთ ამერიკის დეპარტამენტის მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

image

7. მეშვიდე ადგილი კრისტინ ლეგარდმა დაიკავა. ის საერთაშორისო ზარაფხანის ფონდის ხელმძღვანელია. თავისი ორგანიზაციული საქმიანობის გამო მას ხშირად ჰქონია დაპირისპირება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, თუმცა თითოეული დაბრკოლება ღირსეულად გადალახა.

image

6. მეექვსე ადგილი ყველასათვის ცნობილი სოციალური ქსელის, ''ფეისბუქის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, შერილ სენდბერგმა დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ შერილი კომპანიაში, დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა .

image

5. მეხუთე ადგილი ყველასათვის ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსმა, ჰილარი კლინტონმა დაიკავა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანია.

image


4. მეოთხე ადგილზე კი აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამა

გავიდა. მიშელ ობამა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას საქველმოქმედო საქმიანობას ახმარს.

image

3. მესამე ადგილი ბილ გეითსის მეუღლემ, მელინდა გეთსმა დაიკავა. მელინდა მეუღლესთან ერთად უძღვება ''მელინდა და ბილ გეითსების ფონდს''.

image

2. მეორე ადგილი ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა დაიკავა. ეს ქალბატონი სამხრეთ ამერიკის უდიდეს ქვეყანას მართავს. ყოფილი რევოლუციონერი მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე მძლვარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პირველი პირია.

image

1. პირველი ადგილი კი ყველასათვის ნაცნობმა პოლიტიკურმა ფიგურამ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავა.

ანგელა მერკელი ''ფორბსის'' გამოკითხვით უკვე მეათე წელია ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ათეულს ლიდერობს.

image




0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0