რეიტინგულმა გამოცემა ''ფორბსმა'' მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს პოლიტიკის, ბიზნესისა თუ კულტურის სფეროებში.
10. მეათე ადგილი ''პეპსის'' ერთ-ერთმა მფლობელმა ინდირა ნუიმ დაიკავა. მისი შემოსავალი ყოველ 4 თვეში 13 მილიარდ დოლარს აღწევს.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924378515976.jpg)
9. მეცხრე ადგილი სონია განდიმ დაიკავა, რომლის ძალაუფლების წყარო ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიაა.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924402615976.jpg)
8. მერვე პოზიცია კი ამერიკელმა ქალბატონმა, ჯანეტ ნაპოლიტანომ დაიკავა. მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი გახლავთ ამერიკის დეპარტამენტის მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924440315976.jpg)
7. მეშვიდე ადგილი კრისტინ ლეგარდმა დაიკავა. ის საერთაშორისო ზარაფხანის ფონდის ხელმძღვანელია. თავისი ორგანიზაციული საქმიანობის გამო მას ხშირად ჰქონია დაპირისპირება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, თუმცა თითოეული დაბრკოლება ღირსეულად გადალახა.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924456115976.jpg)
6. მეექვსე ადგილი ყველასათვის ცნობილი სოციალური ქსელის, ''ფეისბუქის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, შერილ სენდბერგმა დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ შერილი კომპანიაში, დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა .
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924476615976.jpg)
5. მეხუთე ადგილი ყველასათვის ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსმა, ჰილარი კლინტონმა დაიკავა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანია.
4. მეოთხე ადგილზე კი აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამა
გავიდა. მიშელ ობამა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას საქველმოქმედო საქმიანობას ახმარს.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924505015976.jpg)
3. მესამე ადგილი ბილ გეითსის მეუღლემ, მელინდა გეთსმა დაიკავა. მელინდა მეუღლესთან ერთად უძღვება ''მელინდა და ბილ გეითსების ფონდს''.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924531015976.jpg)
2. მეორე ადგილი ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა დაიკავა. ეს ქალბატონი სამხრეთ ამერიკის უდიდეს ქვეყანას მართავს. ყოფილი რევოლუციონერი მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე მძლვარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პირველი პირია.
![ყველაზე გავლენიანი ქალბატონები image](/uploads/article_images2/small/136924550915976.jpg)
1. პირველი ადგილი კი ყველასათვის ნაცნობმა პოლიტიკურმა ფიგურამ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიკავა.
ანგელა მერკელი ''ფორბსის'' გამოკითხვით უკვე მეათე წელია ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ათეულს ლიდერობს.