x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135704
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
როგორი ავტომობილებით დადიან დუბაის პოლიციელები (7 ფოტო+2 ვიდეო)
ბატონებო და ქალბატონებო, დუბაიმ ისევ გაგვაოცა. ქალაქს 2 თვეზე ნაკლები დასჭირდა იმისათვოს, რომ დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაგარი პოლიციის ავტოპარკი შეექმნა. ეს არის რეკორდული პროექტი, რომელიც რეკორდულად მცირე ვადაში განხორციელდა.


ყველაფერი აპრილში დაიწყო ავტომობილით Lamborghini Aventador.image


შემდეგში მთავრობამ განაცხადა, რომ ავტოპარკისთვის Ferrari-ის შემატება სურდა. შედეგმაც არ დააყოვნა, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი პრაქტიკულობაზე დაფიქრდნენ და 4 ადგილიანი Ferrari FF აირჩიეს. იმისათვის, რომ ეკზოტიკა შეემატებინათ გადაწყდა, რომ Ferrari FF-ს მხოლოდ ქალები მართავენ. image


იმის შემდეგ, რაც Aventador-მა და FF-მა დუბაის პოლიციის ფორმა მოირგეს, არავისთვის შოკისმომგვრელი აღარ იყო ავტოპარკში Mercedes SLS AMG და Bentley Continental GT დამატება. ჟურნალისტების უმეტესობას არც უხსენებია, რომ უკანასკნელმა V12 ძრავი მოირგო სტანდარტული V8-ს ნაცვლად. ეს დუბაია, ამიტომ ყველამ ეს აღიქვა, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.imageimage


ამ მომენტისათვის უკვე ცხადი იყო, რომ "ჯარი" კიდევ უფრო გამრავლდება. ჯარისკაცებს ესაჭიროება უფროსი, ავტომობილი რომელიც ეღირებოდა უფრო მეტი ვიდრე ოთხივე ზემოთჩამოთვლილი ავტომობილი ერთად. გადაწყველტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო. დუბაის პოლიციამ აირჩია 77 გამოშვებული ავტომობილიდან ერთ-ერთი Aston Martin One-77.image


ამის შემდეგ Chevrolet Camaro SS-ს ჯერი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ წინა მანქანებთან ის ახლოსაც ვერ მივა ის მაინც მსოფლიოში ბევრი პოლიციელის მანქანას სჯობია. არსებობს ასევე ცნობა, რომ პოლიციამ უკვე Bugatti Veyron იყიდა. image
image


ავტომობილების ჩაცმულობაზე კომპანია Sixty Seven Auto Services-მა იზრუნა.


კითხვა "რატომ?" ალბათ ყველას გიტრიალებთ თავში. დავიწყოთ იმითი, რომ ეს კითხვა არაკორექტულია... უფრო სწორი იქნებოდა კითხვა "რატომ არა?", დუბაელები თავის ქალაქვს "ათასიდან ერთი არაბული ცეცხლის ქალაქს უწოდებენ", მაშ რატომ არ უნდა დაემატებინათ ამ ცეცხლისათვის წითელი და ლურჯი ნათურებით შემკული ეკზოტიკური ავტომობილები? თანაც ეს ხომ ფინანსური სიძლიერის გამოვლინებაა, ისევე, როგორც ბურჯ-ჰალიფა და ჯუმეირის პალმა.

2
121
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
121
  
2013, 23 მაისი, 3:09
გაგიჟება შეიძლება:):)
2013, 23 მაისი, 2:17
დუბაიში გაძაღლდებოდა კაცი )))))
0 1 2