საზოგადოებრივი როდის ხდება ბავშვი შურიანი 2013, 21 მაისი, 23:49 1. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ახსნაგანმარტებებით ბავშვს არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ის, თანატოლებისგან განსხვავებით, რაღაცეებს მოკლებულია.
2. აუხსენით შვილს, რომ ადამიანთა შორის ქონებით ან სხვა მდგომარეობით განსხვავება დროებითია და თუ ის მოისურვებს, თავადვე შეძლებს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას. მთავარია, მოინდომოს.
3. კარგად გააგებინეთ პატარას, რომ ის უპირატესობა, რაც მის თანატოლს ოჯახში აქვს, იქიდან გამომდინარეობს, რომ მისი მშობლები ბევრს შრომობდნენ და წვალობდნენ, რათა ლამაზი სახლი, აგარაკი და ა.შ. ჰქონოდათ. რომ ამის მიღწევა თავადაც შეუძლია, თუ კარგად ისწავლის და ბევრს იშრომებს.
4. როგორც წესი, ბავშურ ასაკში შურის მიზეზი ძირითადად სათამაშოებია.ის სათამაშო რომელიც თქვენს შვილს ასე ძალიან მოსწონს და აქვს მის მეგობარს, რამდენიმე დღით ითხოს. ნებისმიერ პატარას ახალი სათამაშო მაქსიმუმ ერთი
კვირა აღაფრთოვანებს, შემდეგ კი ბზრდება. სასურველი ისეთი სტრატეგია შეიმუშავოთ, რომლის მიხედვითაც შვილს უყიდით სასურველ სათამაშოს, თუ მას დაიმსახურებს. 5. შვილს ყურადღება იმ ბავშვებზე გაუმახვილეთ, რომლებიც მასზე უკეთ კი არა, ბევრად ცუდად ცხოვრობენ. აუხსენით, რომ არამარტო თქვენზე მდიდარი, თქვენზე ღარიბებიც არსებობენ. 6. ეცადეთ არასოდეს მოკრას ბავშვმა ყური თქვენგან ნათქვამ ფრაზას - რა კარგად ცხოვრობენ ჩვენი მეზობლები ან როგო გაუმართლათ მათ და ა.შ. ასეთი სახის საუბრებისგან ბავშვის თანდასწრებით თავშეკავება გმართებთ. 7. განსკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შვილს მაშინ, როცა ის სახლშია. იყავით მის მიმართ თბილი და ალერსიანი. ეცადეთ, სახლში ისეთი გარემო შეუქმნათ, რომ არ გაუჩნდეს სურვილი, ეს ყველაფერი სხვა რამეში გაცვალოს. ასეთ შემთხვევაში პატარას შურიანობის მომენტი მინიმალური იქნება. 8. არასოდეს შეადაროთ შვილი თანატოლებს, არ აღნიშნოთ, როგორი წარმატებულია სხვა.ნუ შეაქებთ სხვის შვილს თქვენი პატარას თანდასწრებით იმის გამო, რისიგაკეთებაც თქვენსას არ შეუძლია ან ცუდად გამოსდის. 9. მიეცით საშუალება, ჩაერთოს საოჯახო საქმეებში. ხშირად შურის მიზეზი პატარას მიმართ უყურადღებობა და მისი დამოკიდებულობის შეზღუდვაა. ამდენად, მიეცით საშუალება, თავი დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს. 10. საერთოდ, ბავშვი შურს სხვადასხვაგვარად გამოხატავს - ტირილით, აგრესიით და ა.შ. ასეთ დროს მშობლისთვის რთულია, მიხვდეს, რა არის ამის რეალური მიზეიზი. მას შემდეგ რაც პატარა გამართულად დაიწყებს ლაპარაკს, მიაჩვიეთ, რომ თქვენთან საუბარში ყოველთვის გამოხატოს თავისი ემოციები და განცდები. ასე გაცილებით უკეთ გაერკვევით შვილის ხასიათში და მასაც გაუადვილდება პრობლემებთან გამკლავება. 171 19-ს მოსწონს
|