x
image
მაკუნა
Mediator image
იმედია, მარგველაშვილი მთელი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და არა მისი დამსახელებლის
image"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად პირველი ვიცეპრემიერის განათლების და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილი დასახელებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, კულუარული ინფორმაციების მიუხედავად ამომრჩეველთა დიდ ნაწილს სხვა მოლოდინი ჰქონდა, გიორგი მარგველაშვილის პერსონას და შანსებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში geotimes.ge-სთან საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი აფასებს:


-ბატონო კახი უკვე ცნობილია მმართველი ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი, წინასწარ აანონსებდნენ, რომ წარმოგვიდგენდნენ ღირსეულ და გამოცდილ პიროვნებას, თუმცა გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს...


-გიორგი მარგველაშვილი იყო ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე არ იყო შემჩნეული არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლობირებაში, როდესაც საუბრობდა ექსპერტის რანგში და აფასებდა პოლიტიკურ პროცესებს. ასევე არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან მათი ინტერესების გამტარებელი. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ გვყავს კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მიბმული. უკვე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ დიდი ხანია მარგველაშვილზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, მისი დასახელება უბრალოდ პოლიტიკური სანახაობა იყო. აგერ ალასანიამაც განაცხადა, რომ დიდიხანია იცოდა, რომ ჩამოყალიბებული არიან მარგველაშვილზე და მაშინ რა საჭირო იყო ამხელა შოუს დადგმა?!
რაც შეეხება თვითონ მარგველაშვილს, ერთი კარგია, რომ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედებს კონკრეტულად კოალიციაში, რადგან არაა პარტიის წევრი. იმედს ვიტოვებ, რომ მას სურვილი ექნება იყოს მთელი საქართველოს პრეზიდენტი და არა მისი დამსახელებლის პრეზიდენტი.


-ბატონო კახი, პრეზიდენტობის შემთხვევაში ხომ არ იქნება მარგველაშვილი ივანიშვილის მარიონეტი? მითუმეტეს რომ რეალური ძალაუფლება პრემიერის ხელშია...



-არ ვიცი რამდენად აქვს მარგველაშვილს მენეჯმენტური გამოცდილება. დღეს კია საუბარი, რომ თითქოს ახალი კონსტიტუციით, (თუ კიდევ არ შეიცვალა) პრეზიდენტი არის თოჯინა. მინდა გითხრათ, რომ არანაირი თოჯინა არ არის, ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს მომავალ პრეზიდენტს და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო ფიგურაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გახვეული შიდაინტრიგებში და ვიღაცეების წამოწევას არ დაიწყებს წინ წმინდა მეგობრული კუთხით.
თუმცა ერთი მომენტია, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი იბადება, ჩვენ ვიცით მარგველაშვილის ურთიერთობა ივანიშვილთან, მისი და პრემიერის ახლო მეგობრობა.
თუ ასე გაგრძელდა შერჩევის კრიტერიუმები, რომ მეგობრების წრეში ეძებენ მინისტრები კადრებს, ხოლო დანარჩენები კიდე სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არ იქნება კარგი ტენდენცია, სხვათაშორის ასე იქცეოდა სააკაშვილიც თავის დროზე.


-რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", კოალიციის კანდიდატმა მათი შანსები ხომ არ გაზარდა?


- მოდით ესე ვთქვათ, რომელი კანდიდატიც არ უნდა შეერჩია პრემიერს, რეალურად „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, რომ შანსი არ აქვს გამარჯვების, ეს ფაქტია. მაგრამ „ნაციონალები" გამარჯვებისთვის არც ფიქრობენ. მათთვის მთავარია დააფიქსირონ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე შედეგი, თუნდაც 15 % იანი, მაგრამ მეორე. ისინი ამით საერთაშორისო თანამეგობრობაში ყველას დაარწმუნებენ ამით, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქართულ პოლიტიკაში და შემდგომში ნებისმიერი მათი წევრის მიმართ კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნა. გარდა ამისა, ფაქტობრივად მოახდენენ მედიის უზურპაციას, როგორც დღესაა უზურპირებული მედიასივრცე „ნაცმოძრაობასა" და კოალიციას შორის. ისე, რომ არანაირ ძალებს არ აქვთ საშუალება ისარგებლონ მედიით.
დღესაც ვიღაცეებს „ ქართულ ოცნებაში „ ძალიან აწყობთ, რომ „ნაცმოძრაობა" იყოს მეორე ძალა. ისინი ამბობენ, რომ რა ქნან დღევანდელი ვითარება ასეა, პარლამენტში ორი ძალა ვართ წარმოდგენილი და იძულებული არიან „ ნაცმოძრაობა" ჩართონ ყველა პოლიტიკურ პროცესში, ხოლო თავის მხრივ, „ნაცმოძრაობა" აცხადებს, რომ იმიტომ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რომ მათ აქვთ 40%-ის მხრდაჭერა. ამიტომ იმაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, ვინ იქნება მესამე კანდიდატი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, თუ დავუშვათ არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთი ძლიერი კანდიდატის გარშემო იქნებიან კონსოლიდირებული და თუ რეალურად ეს კანდიდატი შეძლებს მეორე ადგილის დაკავებას, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება გარდაუვალი. თუ „ნაციონალები" მოახერხებენ მეორე ადგილზე გასვლას მაშინ ვადამდელ არჩევნებზე აღარც იქნება საუბარი, რადგან არგუმენტი აღარ იქნება ამისთვის.


მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0