x
image
მაკუნა
Mediator image
ივანიშვილმა თავისი პინგვინი გაამასხარაოს ჭორვილაში.

imageქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თითქმის ერთადერთი ფიგურაა, რომელიც მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს,
სტაჟიანმა ოპოზიციონერმა ივანიშვილის კრიტიკა მისი გამოჩენისთანავე დაიწყო და ახლაც პრემიერმინისტრის გუნდს ქვეყნისთვის დამღუპველ ძალად მიიჩნევს.
geotimes.ge-მ ლეიბორისტულ პარტიის ლიდერთან საუბარი ყველაზე აქტუალური კითხვით დაიწყო:


ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, თანამდებობის დატოვებაზე საუბრობს, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, როგორ აფასებთ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას?


ესაა ვირ-ეშმაკულად გათვლილი პიარი, რომლის მიზანიცაა, როგორც შევარდნაძემ დააჩოქა ხალხი და აძახებინა არ წახვიდე მამა-მარჩენალოო, ისე ახვეწნინოს ხალს. ივანიშვილი არსად წამსვლელი არაა, ის არის ავადმყოფი, პათოლოგი კარიერისტი, რომლის მიზანია, მილიარდებს კიდევ დაამატოს მილიარდები. რომ გადახედოთ ვინ დაამთავრა მოგებით ეს წელი, თქვენ ნახავთ, რომ მილიარდზე მეტი მოგება ნახა, „კარფურით“ „ ვისოლით“ და დანარჩენი იმ კომპანიებით, რომელიც მას აქვს. არადა ყველა კომპანიამ დაამთავრა წაგებით, საქართველოს კომპანიებმაც და სხვებმაც. ამიტომ მისი მიზანია, ან იყოს მმართველი, ან იყოს დენსიოპინივით, არ ეკავოს არანაირი თანამდებობა, მაგრამ ყველა მისი იყოს - პრემიერი, პრეზიდენტი და მთლიანი მთავრობა. ასე არ გამოვა საქართველოში და ძალიან ცუდად დაამთავრებს ამ ვირეშმაკობას ივანიშვილი.
ბოლო დღეებში აღმოჩენილმა იარაღის სამალავებმა და წამების ამსახველმა ვიდეოფირებმა პოლიტიკური პროცესები გადაფარა, ამის შემდეგ კოჰაბიტაციური მმართველობა როგორ წარმოგიდგენიათ?
ეს სამალავი იყო იარაღის და ამის თაობაზე ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვამბობდი, როცა დავბრუნდი ვენიდან. ვთქვი, რომ სააკაშვილი აწყობს სამალავებს ყველა სოფელში, უნდა რუსეთი შემოიტყუოს აქ და ემზადება პარტიზანული ომებისთვის, ჩამოჰყავს ჩეჩენი ბოევიკები.“ სხვათაშორის მგონი თქვენს გაზეთში გავაკეთე ეს განცხადება, შეიძლება ახლა არ ახსოვდეს ხალხს, მაგრამ ფაქტია გამართლდა. რაც შეეხება ვიდეოფირებს, მათი იარაღთან ერთად აღმოჩენა აბსურდია. სამინისტროში იყო ეს მთელი კარტოთეკა და ბატონმა ღარიბაშვილმა მიატანინა სამალავებში.
სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არანაირი განსხვავება არ არის, ერთი და იმავე მეთოდებით მოქმედებენ. იგივე შევარდნაძის სკოლაა. პირველი გამაუპატიურებელი ციხეში შევარდნაძემ დანიშნა, ცირეკიძე იყო ასეთი. ის აუპატიურებინებდა ხალხს და ეს იცოდა ყველა იმდროინდელმა სამართალდამცველმა.
ფირების „აღმოჩენა“ გაკეთდა იმ დაპირებების გადასაფარად, რასაც ივანიშვილი არ უსრულებს ხალხს. საფუძველი უნდოდათ, მისცემოდათ ამ კასეტების დაპიარების. შსს-ში ეწყო მათი მოსვლის დღიდან და ისე რომ გამოეჩინათ ხალხი ეტყოდა, რატომ მაშინვე არ გვაჩვენე, როცა მოხვედიო. მაგრამ ახლა ვითომ იქ, ორმოში იპოვეს, არაფერი ორმოში არ უპოვიათ, ეგ არის გადაქსეროქსებული, გადამრავლებული 1200 კაცზე, რომ ამბობენ გავანადგურებთო, ეს არის ტყუილი.


უნდა გაენადგურებინათ? თქვენ იურისტი ხართ და კარგად იცით მტკიცებულებების ფასი, როგორ ფიქრობთ, ეს ვიდეოფირები გამოდგება სისტემური დანაშაულის მტკიცებულებად?



რატომ უნდა განადგურდეს? არ უნდა განადგურდეს, თუ ვიღაცა იქ გააუპატიურეს, სანამ დამნაშავეები არ გასამართლდებიან, განაჩენი კანონიერ ძალაში არ შევა და სასჯელს არ მოიხდიან არ უნდა განადგურდეს. ხოლო თუ ვიღაცა ცნობილი სახე, პოლიტიკოსი თუ სხვა ვინმე გვმოძღვრავს ტელევიზიიდან და ღამე სხვა რაღაცით არის დაკავებული, ესეც უნდა იცოდეს ხალხმა.


აშშ-ს სენატში, კონგრესმენების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაპატიმრება და დევნა, თქვენ როგორ თვლით, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია დღეს პროკურატურა?


არაფერი არ შეცვლილა პროკურატურაში, გამოძიება ისევ აგრძელებს ჩვენს მოსმენას, თვალთვალს, ელექტრონულ მეთვალყურეობას „ლეიბორისტულ პარტიაზე“. პროკურატურა და სპეცსამსახურები ისევ აფრთხილებენ ბიზნესმენებს, რომ არავინ გაბედოს ჩვენთან ფეხის მოდგმა და დაფინანსება. გამოძიება ისევ დუმს იმაზე, რატომ მომივარდა მე ოფისში 2007 წელს სპეცრაზმი, რატომ დაარბიეს ჩემი სახლი და რატომ ჩაატარეს ჩხრეკა, რატომ დამიწიოკეს ოჯახი, რატომ დამდევდნენ მოსაკლავად, რატომ გამომაცხადეს სამშობლოს მოღალატედ და მომისაჯეს 25 წელი, რატომ გამოაცხადეს ძებნა. ამაზე ხო დუმს გამოძიება?


შეიტანეთ ამაზე სარჩელი?


რა სარჩელი, ვის უნდა შევუტანო ივანიშვილს? არ იცის პროკურატურამ? იქ არ აწყვია ეს მასალები? ამოეწიათ და ეთქვათ მაინც რას ერჩოდით ამ კაცსო.


მაგრამ თქვენ არაერთხელ გამოგაცხადეს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა, სააკაშვილის „გამპრავებლად“, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად მას აკრიტიკებდით, სხვათაშორის ახალ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სამალავში შემდეგ მიიტანეს ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ვერსიას...


რადგან მიშას „გამპრავებლად“ გამომაცხადეს ე.ი. ჰქონდათ უფლება მოვეკალი? რა უნდა გელაპარაკოთ, ამ კითხვას რომ დამისვამთ. მე რომ მცოდნოდა ამ აზრს გამოხატავდით ეს ინტერვიუ არ შედგებოდა.
ბატონო შალვა, ეს ჩემი აზრი არაა, საზოგადოების გარკვეული ნაწილს მიაჩნდით „სააკაშვილის კაცად“...
ახლა უნდა ვამტკიცო, რომ არა ვარ მე მიშას „გამპრავებელი“? თუ ასე გინდათ მაშინ კარგით ასე იყოს, მიშასთან ალიანსშიც ვარ, მისგან ვფინანსდებოდი და მას „ვაპრავებდი“.
ვინც აპრავებდა სააკაშვილს კარგადაა ცნობილი, ისინი ისხდნენ პარლამენტში და იღებდნენ პრივილეგიებს, მე კი დავრბოდი ტყე-ტყე.როგორ გამოდის ეს? ვინ იყო შეკრული? მითხარით.


მოდით პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდეთ, კოჰაბიტაციური მმართველობა მალე დასრულდება, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები...


ერთი რამ დაიმახსოვრეთ, არფერი არ შეცვლილა, სააკაშვილის ბანდიტ რეჟიმზე უარესი ბანდიტი რეჟიმი მოვიდა. ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ სააკაშვილი გამოცხადდა დემოკრატ მმართველად, რომელიც ნებაყოფლობით დატოვებს თანამდებობას. არ წამოგვყვა ჩვენ მიტინგებზე, რომ არჩევნებამდე გადაგვეყენებინა პრეზიდენტი. ესეც არ იკმარა და უარი თქვა მის იმპიჩმენტზე, გამოუცხადა კოჰაბიტაცია და აღიარა მთავარ ოპოზიციურ ძალად. მამამისი, ნიკოლოზი ვერ გაუკეთებდა ამხელა ცოდვების ჩამდენ სააკაშვილს, რაც ივანიშვილმა მას გაუკეთა. ახლა კი „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ ამოცანაა, რომ კასეტების ომის გზით საკუთარი ცოდვები ხალხს გადაავიწყონ. რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიბერტყოთ ყურები, გამოვფხიზლდეთ, საპროტესტო მოძრაობა გავაძლიეროთ, ხმები არ მივცეთ არჩევნებზე და ეს ორი ავადმყოფი ძალა მოვიცილოთ. ძალიან საშიშ სტადიაში ვართ შესული, სანამ ისისნი თორმეტიათას კასეტას აჩვენებენ და ამით გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრება, საქართველო ჩავარდება სადმე ჯოჯოხეთის ჯურღმულში. თუ უნდათ მათ ძალიან ანახონ ეს კადრები საზოგადოებას, დააწესონ კრიმინალური ქრონიკა და აჩვენონ უწყვეტად მექსიკური სერიალებივით წამება. ოღონდ თოქ შოუების გაყოფას ამ თემაზე და მთავარ თემად ამის გამოტანას თავი დაანებონ. ეს გათვლილია მხოლოდ იმაზე, რომ მთელმა პოლიტიკურმა ვექტორმა იტრიალოს „ოცნებასა“ და „ნაცებზე“ და იქ როგორმე შალვა ნათელაშვილი არ გააჭაჭანონ.


მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ არის ეს მომართული, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხომ არიან ყოველდღიური დებატების მიღმა, მაგალითად ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას პარტია და ა.შ...


ეგენი არიან ოპოზიცია? სააკაშვილის თანამებრძოლები იყვნენ რევოლუციის დროს. ასე მეც გამოვაცხადებ, რომ ნაპოლეონი ვარ და ვიქნები? ახლა სადმე ყოფნა არაფერს არ ნიშნავს, გუშინ რა იყავი და გუშინწინ, დღესაც იგივე ხარ.
თუმცა ეს ადამიანები სააკაშვილის პოლიტიკასაც აკრიტიკებდნენ და ივანიშვილის გარკვეულ ნაბიჯებსაც საგანგაშოდ მიიჩნევენ, მაგალითად არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც წინა არჩევნებში ვერ გადალახეს მინიმალური საარჩევნო ბარიერი, დაფინანსების გაუქმებას...
ამ ნაბიჯით ივანიშვილი ოქროს ოცნებას იხდენს, რომ არ იყოს საქართველოში ოპოზიცია და გვისპობს დაფინანსებას. ის კაპიკებიც კი რომელზეც საუბარია, ამ ოფისის ნახევარს არ ეყოფა შესანახად. ასე ივანიშვილმა თავისი პინგვინი გაამასხარაოს ჭორვილაში.
ეს არის ჩვენთვის ფაქტიურად იმის თქმა, რომ დაიშალეთ და წადით, მას ჰგონია რომ ჩვენ ფულით ვართ აქ შეკრებილი, როგორმე გავძლებთ, მაგრამ რაც მან გააკეთა ეს არის მრავალპარტიული სისტემის დაშლა. მან მთელი რესურსი გადაანაწილა „ნაციონალებზე“ და საკუთარ პარტაზე. ახლა მითხარით მე თქვენ ისინი ერთმანეთს ემტერებიან? მილიონები გადაინაწილეს. ისე მაინც ექნა, რომ საკუთარი ჯიბიდან დაეფინანსებინა საკუთარი ბლოკი და ეს თანხა დემოკრატიის განვითარებისთვის გადაენაწილებინა სხვადასხვა პარტიებზე. ეს არის საოცარი დემოკრატია რასაც გვპირდებოდა?
სიმართლე ერთია, ჩვენ გვყავს პრემიერად პუტინის მარჯვენა ხელი, რომელიც მალე ჩამოიყვანს წითელ არმიას რუსეთში მოღვაწე მილიონერების სახით და მათ დაუთმობს მთავრობაში კაბინეტებს.


ბატონო შალვა, რუსეთში მოღვაწე მილიონერების საფრთხეზე საუბრობთ, მათ შორის ლევან ვასაძეზე, თქვით, თითქოს მათი დახმარებით პუტინი საქართველოს ანექსიას გეგმავს, უფრო დეტალურად რომ გვითხრათ რაში ხედავთ საფრთხეს?


საფრთხე არის რეალური, პუტინმა მოახერხა და თავისი მარჯვენა ხელი, ძველი ფეესბეშნიკი ივანიშვილი დანიშნა პრემიერმინისტრად. მისმა მილიარდებმა მოსჭრა ხალხს თვალი, ახლა ვინაიდან გამოცდილება აქვს პუტინს, იფიქრა რომ ქართველი ხალხი ნებისმიერ ვერცხლის ბრჭყვიალაზე მიდის და მოავლინა მოსკოვიდან ხუბუტია, ლევან ვასაძე და უნდა, რომ მთელი მთავრობის უზურპაცია და მონოპოლია მოახდინოს. ვასაძე პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილთან ერთად დადის უკვე შეხვედრებზე.
ზუსტად ვიცი, რომ ეს ვასაძე არის კრემლის ფავორიტი. ხუბუტია კი არის პუტინის ღილის დამკერებელი, ღილი რომ აწყდა რუსეთის პრეზიდენტს, მან თავის ხელით მიაკერა და მერე კბილით ჩაკვნიტა ზედმეტი ძაფი. კიდევ კარგი უფრო ქვემოთ არ მოუხვდა კბილი. ეს მილიონერთა კლუბი ახლა დარაზმულია, პუტინი ფიქრობს, რომ აღარ დასჭირდება ტანკი, იარაღი და სამხედრო ოკუპაცია. არადა რუსეთს დღეს როგორც არასდროს ისე სურს გაფართოება, ინდოეთის ოკეანეზე გასასვლელი. რათა უკვე გააკონტროლოს სიტუაცია არაბულ და აზიურ სამყაროშიც. სირიის ამბებმა დაგვანახა, რომ გლობალურ პროცესებში რუსეთი კვლავ სერიოზული მოთამაშეა და არავის არაფერს უთმობს, საქართველო კი ამ გეოპოლიტიკურ მიზნებში მისთვის ტერიტორიული წყვეტაა, რადგან სომხეთან მას პრობლემა ისეც არ აქვს. ამიტომაც გადმოწიეს უკვე ხაზგამყოფი ხაზი, პრემიერი კი პასუხს არ სცემს თავის დამნიშნავს, გიჟია „გაზპრომში“ ანგარიშები გააყინინოს? აუცილებლად გაგრძელდება ეს პროცესი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე აღარაა საუბარი, სხვა ტერიტორიების რუსეთთან შეერთებაზეა გათვლა.


მაგრამ ივანიშვილის მთავრობა მუდმივად ხაზს უსვამს დასავლურ ორიენტაციას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დასაახლოებლად, მას ჰყავს ხელისუფლებაში მკვეთრად პროდასავლელი ლიდერები...


ეს მოჩვენებითია, ხომ ხედავთ ამერიკაში ვერ ჩადის ამდენი ხანია ვიზიტი ვერ შედგა. რაც შეეხება მისი მთავრობის წევრებს, კონკრეტულად ალასანიას, ის არის ორმაგი აგენტი ფეესბესა და ამერიკის დაზვერვის. ცხონებული მამამისი კგბ-ს პოლკოვნიკი იყო. მოკლედ ორმაგი აგენტია ეგ ბავშვი, იქაც აქვს კუდი - აქაც. ამაზე მეტს აღარ ვიტყვი, მე არ ვარ აგენტების მშიფრავი.


პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ხართ, როგორ აფასებთ თქვენ შანსებს?


პროგნოზების კეთება არასერიოზული მიდგომაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ყველაფრის ბედს, მათ შორის ქვეყნის ბედსაც ხშირად წყვეტს ერთი ვიდეოკასეტის მონაკვეთი, ძალადობრივი ჰომოსექსუალური ქცევის შესახებ, ამიტომ ძალიან ძნელია აქ გააკეთო პროგნოზი.მე მინდა დამშვიდდეს ყველა და მათ ვუთხრა, არ არის ჩემი აკვიატება პრეზიდენტობა, მხოლოდ ერთხელ ვიყარე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი რაც პოლიტიკაში ვარ. არ ვარ შტატიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამირჩევენ ხალხისთვისაა კარგი და არ ამირჩევენ, მათთვისვე იქნება უარესი. მე რაც გამიუარესდა ოპოზიციაში ყოფნით და ხალხისთვის ბრძოლით, ამაზე მეტი არ გამიუარესდება. ჩემი მხარდაჭერით საკუთარ თავს მისცემენ ხმას, საკუთარ ოჯახს აღმოუჩენენ დახმარებას, საკუთარ ტრადიციებს, სამუშაო ადგილებს დაიბრუნებენ. განათლების უფლებას მიიღებენ, ტარიფების დაწევას მიიღებენ და თუ არ უნდათ კარგად იყვნენ, დატკბნენ როგორ ერთობა მილიარდელი პრემიერის ცოლ-შვილი კალიფორნიასა და ლას-ვეგასში.


ახალი დევიზი გაქვთ, თუ კვლავ „მდიდარს ართმევთ და ღარიბს აძლევთ“?


არა დევიზი უცვლელია და ეს რეალურია. აუცილებლად დადგება ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, წინა ხელისუფლების შექმნაში მას დიდი წვლილი მიუძღვის, ის აძლიერებდა მერაბიშვილს წლების მანძილზე. ხალხის ხარჯზე კი ახლა მილიონობით მოგებას იღებს „კარფურიდან“, თვითონ აწესებს საგადასახადო შეღავათებს საკუთარ ბიზნესზე, ამისათვის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში და დაუყადაღდება ის მილიონები.


და ბოლოს, თქვენი თანამებრძოლი ნესტან კირთაძე თავის დროზე სწორედ თქვენი ბიძინა ივანიშვილისადმი განსხვავებული დამოკიდებულების გამო წავიდა „ლეიბორისტული პარტიიდან, ახლა კი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია და ივანიშვილსაც ხშირად აკრიტიკებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?


ნესტან კირთაძე მიეყიდა ბიძინა ივანიშვილს, ახლა კი ეტყობა ფული შემოაკლდა, აღარ გადაურიცხეს. სხვა გუნდის წევრებიც ვინც წავიდა ჩვენგან მიეყიდნენ ივანიშვილს. მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, პარტია არის აქტივი, რომელიც მთებშია გაბნეული და არც დეპუტატობა უნდა, არც ფული და არც თანამდებობა. ზედა პოლიტიკური ეშელონი პარაზიტებად იქცევიან ხოლმე და თავის თავი ჰგონიათ პარტია და სწორედ ამიტომაც იმტვრევენ კისერს. პარტია არის ხალხი და ვინც ეს ვერ გაიაზრა, იმიტომ დაყიალობს ახლა ქუჩა-ქუჩა.


მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

3
217
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
217
  
2013, 6 ივლისი, 20:06
არა მიშა და ბიძინა ჯობია ერთი ვეფხისტაოსნი სტროფს ვერ ამთავრებს ბოლომდე და ლექსები ავიწყდება მეორე კიდე ორ სიტყვას ვერ ააბავს ერთმანენს და ყველაფერზე ამბობს გაგებით მოვეკიდოთო, მაშინ მიეცით ხმა ბაქრაძეს ან მარგველაშვილს ანაც ზურაბიშვილს და იყავიით ასე ლამაზად და ბედნიერად:D:D
2013, 30 ივნისი, 18:43
ნეტა აბა :)) დაუნ ვი დიქტეიტენ :)) ჩემი ქართველი რობინ ჰუდი ♥
2013, 30 ივნისი, 0:27
ნეტა ეს გახდეს პრეზიდენტი მერე მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები:D აბა ახლა თუ მარგველაშვილი აირჩიეს ჩათვალეთ რო ოცნებაში ყველა თავისი კეთილდღეობისთვის იქნება და შეჭამს ხალხის ბიიუჯეტს,ერთხელ მაინც ხო უნდა ენდონ ამ კაცს, ბოლოს და ბოლოს ერთადერთი ლიდერია პაპრტიის რომელიც პარტიიდან პარტიაში არ დარბოდა და არც პარლამენტში შესულა,მე პირადად მიკვირრს რატო ამბობენ შალვაზე რო მიშას კაციაო,მიშას კაცი რო ყოფილიყო პრემიერმინისტრი იქნებოდა მთელი 9 წელიი, ჯობია ეს აირჩიონნ პრეზიდენტად თორე ოცნება თავის ნებაზე თუ მიუშვი როგორც ახლა არიან მერე გინდა ნაცები ყოფილან და გინდაც ეგენი ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქ თუ ისევ უმუშევრობა და სიღატაკე იქნება, თან გამოჩნდება მერე შალვა რა კაციიც არის მერე ხოაგარ იტყვის ხმა არ მოგიციათო პრეზიდენტი თუ გახდა მერე ვნახოთ აბა თუ გააკეთებს იმას რასაც ამბობს, და ვინცოცნებას ხმა მისცა და ამბობს დანაპირები არ შეგვისრულაო არ მესმის მარგველაშვილს რატო უნდა მისცენ ხმა და თუ მაინც მიცემენ მერე აგარც უნდა დაიწყონ წუწუნი, ჩემი აზრით შალვას უნდა მისცენ ხმა თორე აზრი არააქ ნაცები და ოცნება იტლიკინებენ ასეე სუუუ იკოჰაბიტაციონებენ და მშვენივრად იქნებია ისევ სკამებზე მომჯდრებიი და იქნებიან ასე ტკბილად და ბედნიერად.
0 1 3