x
image
ტორნადო07
ემილი დე ფორესტი, ევროვიზია 2013-ის გამარჯვებული (ბიოგრაფია და ფოტოები)

ემილი დე ფორესტი/ Emmelie de Forest, დანიელი მომღერალი, რომელიც ამ ქვეყანას ევროვიზია 2013-ზე წარმოადგენდა, სიმღერით Only Teardrops.image


მისი სრული სახელია ემილი შარლოტა-ვიქტორია დე ფორესტი. დაიბადა 1993 წლის 28 თებერვალს დანიის ქალაქ რანერსში. ემილის მამა შვედია, დედა დანიელი. ბავშვოიბაში მამა ემილის უამბობდა ისტორიას, რომ მისი ბაბუა ინგლისელი მეფის ედუარდ VII-ის უკანონო შვილი იყო, თუ ეს სიმართლეა, მაშინ ემილი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას შვილთაშვილია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ეს უბრალოდ ოჯახური ლეგენდაა და მეტიო არაფერი.


უკვე 14 წლის ასაკში ის შოტლანდიელ მომღერალ ფრეიზერ ნილთან ერთად მუშაობდა. ერთად მათ მთელი დანია შემოიარეს. მისი გამოსვლების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ემილი სცენაზე მუდამ ფეხშიშველი გამოდის, რათა მეტი სიახლოვე იგრძნოს დედამიწასთან. წინა წლის გამარჯვებული ლორინიც ფეხშიშველი გამოდიოდა და ბევრი თვლიდა, რომ ეს კარგის მანიშნებელია ემილისათვის და მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, ამასთან შვედეთი, ხომ ემილის მეორე სამშობლოა.


2013 წლის 25 მარტს მომღერალმა მოაწერა კონტრაქტს სტუდია Universal Music-თან და გამოუშვა პირველი ალბომი "Only Teardrops".imageimageimageimageimageimageimage






0
74
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0