შოუბიზნესი ყველაზე ლამაზი რუსი მოდელები 2013, 12 მაისი, 19:09 რუსი მოდელები ძალიან პოპულარულები არიან მთელს მსოფლიოში. ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე წავაწყდი რუსი მოდელების რეიტინგს. მინდა წარმოგიდგინოთ უცხოელების მიერ შედგენილი რეიტინგი. მაშ ასე ნახეთ და ისიამოვნეთ.
11)იულია სკოვოროდინა (Gia skova): დაბადებული 1990 წლის 13 ივლისს სარატოვში. 15 წლის ასაკში გაიმარჯვა კონკურსში "The beauty of the volga", რის შემდეგ მისი კარიერა სწრაფად წავიდა მწვერვალისაკენ. დღეს ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს. 10)კატია შეკინა: დაბადებული 1986 წლის 18 მაისს პერმში. სამოდელო სააგენტო LIKSTAR-ის მოდელი. 2005 წელს დოლჩე და გაბანას სახე გახდა, ასევე წარმოადგენდა მრავალ ცნობილ ბრენდს. 9)კრისტინა რომანოვა: დაიბადა მოსკოვში 1992 წლის 4 მარტს. მონაწილეობა აქვს მიღებული 23 ჩვენებაში. 8)მარია ნოვოსელოვა: დაიბადა 1985 წლის 13 იანვარს ქალაქ ტულაში. წარმოადგენდა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Nina Ricci, Sisley, Lacoste, Benetton, Le Silla, Hugo Boss და სხვა. 7)ტატიანა კოვიულინა: დაბადებული 1981 წლის 4 ნოემბერს ყაზანში. წარმატებას 2004 წლიდან მიაღწია, როდესაც მრავალ ცნობილ ჩვენებაზე მიიწვიეს. 2005 წელს მიწვეულ იქნა ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზეც. 6)ანა სელეზნიოვა: დაიბადა 1990 წლის 29 ივლისს მოსკოვში. მუშაობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფოტოგრაფებთან. მისი სურათი მრავალი ჟურნალის ყდას ამშვენებს. 5)ნატალია ვოდიანოვა: დაიბადა 1992 წლის 28 თებერვალს. რუსი ტოპ-მოდელი. 2003 წელს გახდა კალვინ კლეინის ოფიციალური "სახე და სხეული". 4)სოფია ლომუგა: დაიბადა ქალაქ ივანოვოში 1994 წლის 15 აპრილს. 3)ნატაშა პოლი: დაიბადა პერმში 1985 წლის 12 ივლისს. 18 წლის ასაკში მიიწვიეს მილანის ერთ-ერთ ცნობილ სააგენტოში. პუდიუმის ჩვენებების პარალელურად ის მონაწილეობდა ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიაბში. 2)ვალეიტინა ზელიაევა: დაიბადა 1982 წლის 11 ოქტომბერს მოსკოვში. მისი ფოტოები ჟურნალ ვოგის მრავალ გარეკანს ამშვენებს. 1)ირინა შეიკი: დაბადებული 1986 წლის 6 ოქტომბერს ჩელიაბინსკის რაიონში. ნამდვილი სახელი ირინა შეიჰლისლამოვა. მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელებში მე-13 ადგილი უჭირავს. 1606 3-ს მოსწონს
|