შოუბიზნესი 10 ყველაზე ლამაზი სომეხი ქალი 2013, 9 მაისი, 18:04 ინტერნეტში მორიგი მოგზაურობისას ერთ-ერთ რუსულ საიტზე შემთხვევით წავაწყდი სტატიას "ყველაზე ლამაზი სომეხი ქალები". სტატიაში მოყვანილია 30 ყველაზე ლამაზი ქალი. თუმცა მე წარმოგიდგენთ მხოლოდ ათეულს. აბა ვნახოთ მოგეწონებათ თუ არა სომეხი ლამაზმანები.
1)დიანა შნორჰოკიანი: ცნობილია, როგორც Diane Sands-საფრანგეთში მცხოვრები პიანისტი, მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი. მისი უამრავი ფოტო იხილეთ აქ: http://www.diane.book.fr/. 2)მერი მაკარიანი: დაბადებული 1985 წელს. სომეხი ტელეწამყვანი და მსახიობი. 3)კიმბრლი (კიმ) კარდაშიანი: ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მამით სომეხია, დედის მხრიდან კი აქვს შოტლანდიური და ჰოლანდიური ფესვები. 4)ანჟელიკა ასლანიანი: დაბადებული 1986 წელს ბაშკირეთში. უფრო ცნობილია, როგორც ანჟელიკა კაშირინა. რუსი მსახიობი. 5)სოფია პეტროსიან-ლეკო. სომეხი მოჭადრაკის არშაკ პეტროსიანის ქალიშვილი და უნგრელი მოჭადრაკის პეტერ ლეკოს მეუღლე. 6)ალისა პანიკიანი/Alice Panikian: დაბადებული 1985 წელს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. კანადელი მოდელი, წარმოადგენდა კანადას "მის სამყარო 2006-ზე". მამით სომეხი, დედით ბულგარელი. 7)მანე ოგანიანი: სომეხი მოდელი. 8)ნარინე არუშაონიანი: რუსი ტანსაცმლის დიზაინერი და მხატვარი. დიზაინერთა საერთაშორისო კავშირის და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. 9)ნაზენი ოგანესიანი: სომეხი ტელეწამყვანი და მსახიობი. 10)გოარ არუთუნიანი: მის სომხეთი 1998, მის თანამეგობრობა 1999, მის დედამიწა (Mrs. Globe) 2009. თუ გაინტერესებთ დანარჩენი 20 ლამაზმანის ნახვა, მაშინ იხილეთ ლინკი: http://top-antropos.com/rating/item/311-samye-krasivye-armjanki 7280 24-ს მოსწონს 2-ს არა
|