x
image
მაიკო
სკარლეტ იოჰანსონმა რეჟისორობა გადაწყვიტა

სკარლეტ იოჰანსონმა კანის კინოფესტივალზე განაცხადა, რომ რეჟისორობას აპირებს. 28 წლის მსახიობი ტრუმენ კაპოტეს რომანის "საზაფხულო კრუიზის" ეკრანიზაციას გეგმავს.

image

სიუჟეტი ომის შემდგომ ნიუ-იორკში ვითარდება, მთავარ როლში 18 წლის გოგონაა, რომელსაც დროის მოკლე პერიოდში ყველაზე სასიამოვნო და ტრაგიკული მოვლენები დაატყდება თავს.

ნოველა 40-იან წლებშია დაწერილი და პირველად 2006 წელს გამოიცა. შეგახსენებთ, რომ ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "საუზმე ტიფანისთან", რომლის მიხედვითაც გადაღებული ფილმი დღემდე მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული.


0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0