x
image
ნინო ნინო
სახლიდან უნვედრსიტეტამდე ანუ ცხოვრება ,,ფეისბუქს" მიღმა
ყოველ დილით ვდგები, როგორც დროსა და სივრცერში ორიენტაციის მაძიებელი ფრინველი. ვიცი რომ ფინჯანი ყავისა და ელემენტარული ტუალეტის შემდეგ შინიდან უნდა გავიდე, გავიარო რუტინული ქუჩები.გადავიდე ერთი სამყაროდან მეორეში. გზა თითქოს მოკლკეა, მაგრან ამ სულ რამდენიმე კილომეტრზე, რომლის დასაფარად 40 წუთიც არ გჭირდება ერთმანეთს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ძველი და ახალი საუკუნე ეჯახება, რომელთა ცივილიზაციური ნიშნები მთლიანად მატერიალურ სტაბილურობაზე გადის. ეს ნიშნები თითქოს ერთმანეთს ხმაურით ეხეთქებიან და ყოფით საზრუნავში ჩაფლულ მგზავრს მაინც აგრძნობინებენ პლიუსისა და მინუსის შეერთების მყვირალა შედეგს.


სახლიდან მეტრომდე:


ურიკების გამაყრუებელი ხრჭიალი, მოძრაობა ცალმხრივია, თუმცა ორივე მხარეს უნდა გაიხედო, ვინოცობაა და მანქანა არსაიდან გამოვარდეს, აქეთ ბოშა ხელისგულზე მკითხაობას აუცილებლად შემოგთავაზებს, იქით მეორე “ბრენდის" პროდუქტს შემოგთავაზებს, საკნები ყურისწამღები ხმაურით იღება და მეეზოვეებიც საქმეს შეუდგნენ, ქუჩა სუფთავდება(მეტ-ნაკლებად) ყველაფერს რომ ეშველოს, ასე გგონია, ამ პოლიეთილინის პარკებით ნატვრის ხესავით მორთულ ხეებს მაინც არ დაადგებათ საშველი.

მივუახლოვდით მეტროს ჩავიდეთ შიგნით... ოღონდ სუნთქვაშეკრული!!! ჩავუაროთ “ევროპული ტანსაცმლის" მაგაზიებს, წვრილმანი ნივთების ბუტიკებს ასე ლამაზად და მოქნილად რომ ჩაჯდა მერიის 1000 ჯიხურის პროექტში.მეტროში ჩავედით. მაშ, გავიარეთ გზის ერთი მონაკვეთი, ბოლო დროს ზედიზედ ორჯერ რომ გაგვიძვირეს.. შედიხარ ვაგონში, რომელიც ზოგჯერ ცარიელია, თუმცა ვიღაც მსუქანი ქალი მაინც შენთვის ლამობს ადგილის “ახევას" და ქშენით ზედ ტავზე გადგას. გადაქანცულ “როჟას" კერავს, რათა ნამუსი გაგრძნობინოს(აბა, ზრუნვა უნდა მომავალ თაობას!) მეორე უკიდურესობა ასე გამოიყურება:ვაგონი იმდენად სავსეა უნდა აუცილებლად ჩაეხუტო ანტიჰიგიენურობის ფორმულად ქცეულ, ალკოჰოლის ან სიგარეტის სუნად აქოთებულ სექსუალურად დაუკმაყოფილებელ მაწანწალას. მერე ეს “ზღაპარიც" მთავრდება და ახალი იწყეყება მსგავსი შინაარსით, ოგონდ ახლა უკვე მიწისზედა ტრანსპორტში, მერე ჩამოდიხარ, პატივცემულ კონტროლიორს ბილეთს მორჩილად უჩვენებ, სულ ახლახან რომ უსწავლია, რომ მგზავრი ავტობუსიდან ყურით არ უნდა ჩამოათრიოს და არ უნდა დააჯარიმოს. რას ერჩი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.


სხვადასხვა ნომერი ავტობუსები კი ზლაზვნით განაგრძობენ გზას და სულიერად, გონებრივად, ფიზიკურად თუ იდეოლოგიურად დამძიმებული სხეულები მიაქვთ. აქეთ დაქრიან გალაღებული ჯიპები, “ჰიუნდაები", “ტოიოტები" და ასე შემდეგ. მეც უნივერსიტეტში შევდივარ და აკადემიური სიცივე მიტანს.image



3
30
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
30
  
2012, 29 ივნისი, 13:29
კიდევ ერთხელ გმადლობთ რომ ასე კარგად გაიგეთ
0 1 3