25 წლის ამბერ პენელი თავისი სატვირთო ავტომანქანით სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ჩაეძინა, გზიდან გადავიდა და 30 მეტრი სიღრმის ხევში გადაიჩეხა. ეს ჩრდილო კაროლინაში მოხდა. მაშველი რაზმის უფროსის, ტომი ქაუნთერის განცხადებით, იმ ადგილას ადამიანის გადარჩენის შანსი არ იყო. მეორე დღემდე ხევში არავინ ჩასულა. მეორე დღეს კი, მაშვლების ჩასვლისთანავე, ამბერ პენელი სატვირთო მანქანიდან თვითონ გადმოძვრა.იქ მყოფთა განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ცოცხალი ქალი დაინახეს. დაზარალებული ახლომდებარე საავადმყუფუში მაინც გადაიყვანეს. მას მხოლოდ მარჯვენა ფეხი ჰქონდა ნაღრძობი.
ამბერი ორი შვილის დედა გახლავთ. „ მე არ ვაპირებდი სიკვდილს და ჩემი შვილების სამუდამოდ მიტოვებას", -თქვა მან. დეტექტივმა ფორმა კი განაცხადა, თუ თქვენ სასწაულების არ გჯერათ, ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიჯეროთო.