x
image
lady.ge
ქალებში სექსუალურობის მაჩვენებელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image
როგორც დაგპირდით, ვაგრძელებთ საუბარს სექსუალურობის
შესახებ და ამჯერად გადავიდეთ ქალებზე. იმის დასადგენათ, თუ რამდენად არის თქვენში
სექსუალური პოტენციალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, აუცილებელია პირად ჰოროსკოპში რამოდენიმე
ასპექტს გადავხედოთ. ქალისთვის უმთავრესი ამ მხრივ ორი პლანეტის განლაგებაა, ესენია
მთვარე და ვენერა, ეს ორი პლანეტა განაპირობებს თუ როგორ გამოხატავს ქალი საკუთარ ქალურობას,
შარმს და სექსუალურობას გარეგნული მახასაითებლების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ თქვენს
პირად კოსმოგრამაში ეს ორი პლანეტა ჰარმონიულად ასპექტირებს თქვენ შეგეძლებათ საკმაოდ ოსტატურად გაუსვათ ხაზი საკუთარ იმიჯს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ განსაკუთრებული ფიზიკური სილამაზით არ
დაგაჯილდოვათ ადვილად მოახერხებთ თაყვანისმცემლების „კოლექციონერობას“. ამასთან ერთდად
გაითვალისწინეთ თუ რომელ სტიქიას განეკუთვნება თქვენი მთვარის და ვენერას ზოდიაქოს
ნიშნები რადგან თუ ისინი ცეცხლოვან სტიქიაში არიან განლაგებული ეს გამორჩეულ ვნებიანობაზე,
დინამიურობასა და აქტიურ ხასიათზე მიანიშნებს. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ
ასეთ ადამიანს პერიოდულად ახასიათებს სექსუალური აქტივობების პიკი რასაც შემდგომში
ენერგიის აღდგენის პერიოდი უნდა მოყვეს. აი
თუ წყლის სტიქია ლიდერობს თქვენს ჰოროსკოპში, მაშინ თქვენი სექსუალური მოთხოვნება ძალზე დიდი იქნება,
თუმცა მათი გამომჟღავნებისთვის თქვენ შესაფერისი გარემო და ადამიანი გესაჭიროებათ,
ანუ თქვენი სექსუალურობა უფრო „ინტიმური“ ხასიათისაა
ვიდრე სახალხოდ გამოხატული მომხიბვლელობა ამ კუთხით. საკმაოდ ძლიერი სექსუალური ენერგეტიკა
ახასიათებთ ასევე მიწის სტიქიაში მოხვედრილ მთვარეს ან ვენერას. თუმცა ამ შემთხვევაში
მათი სექსუალური პოტენციალი და მადა, ნაბიჯ-ნაბიჯ იმატებს და „იქოქება“, აი რაც შეეხება
ჰაერის სტიქიას, ამ მხრივ ყველაზე ნაკლებადსექსუალურ ქალბატონთა რიცხვს განეკუთვნებიან
მსგავსი სტიქიის ზოდიაქოში მოხვერდილი მთვარე-ვენერას მფლობელები. ჰაერის სტიქიისთვის
დამახასიათებელი თავად ურთიერთობის, ვერბალური კონტაქტის სიყვარულია და არა ხორციელი, გიჟური
ვნებები. ხშირ შემთხვევაში პირადი რუკის მიხედვით
ქალს შესაძლოა კომბინირებულად ჰქონდეს მთვარე მაგალითად მიწის სტიქიაში, ვენერა კი
ცეცხლის. ამ შემთხვევაში მარტივი სინთეზის გამოთვლა ძალზე ადვილია. თუ მთვარე მიწის
სტიქიაშია ამას პლუს ვენერა ცეცხლში ეს საკმაოდ ძლიერ სექსუალურ ენერგეტიკას უდრის,
რომელიც ადვილად არ მჟღავნდება თუმცა როცა მჟღავნდება ნამდვილი ცეცხლის დანთება შეუძლია
საძინებელში.
დანარჩენ კომბინაციებსაც იგივე წესით განვიხილავთ, მთვარე ჰაერის სტიქიაში და ცეცხლოვანი
ვენერა მიანიშნებს იმპულსურ და არათანმიმდევრულ სექსუალურ მოთხოვნილებებზე. ასეთ ადამიანს
პერიოდულად უჩნდება სექსუალური თავგადასავლების სურვილი, რასაც მომდევნო წუთს უამრავი
სხვა ინტერესი ჩრდილავს. თუ მთვარე წყლის სტიქიაში მოხვდა და ვენერა მიწის სტიქიის
მფლობელია, ასეთი ადამიანი ძალზე დიდი სექსუალური მადის პატრონია, ოღონდ მისი „გახსნა“
ადვილი არ იქნება.

0
2097
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2097
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0