სხვა ამერიკელმა საჰაერო-საზღვაო ძალების ოფიცერმა აღიარა,რომ უცხოპლანეტელები ნახა 2013, 15 მაისი, 19:31 50-იანი წლების დასაწყისში ამერიკელებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით "ლურჯი წიგნი"(Blue Book), რომლის მიზანიც იყო შეეგროვებინათ, გამოეკვლიათ და შეესწავლათ ყველა ინფორმაცია ამო-ზე.1970-იან წლებში პროექტი დაიხურა შემდეგი დასკვნით, რომ არავითარი უცხოპლანეტელები და მათი ხომალდები არ არსებობს, ხოლო ყველა დანახული უცნაური ობიექტი ან მიწიერი მფრინავი აპარატია, ან ბუნებრივი მოვლენა. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე იყო საჰაერო-საზღვაო ძალების პოდპოლკოვნიკი რიჩარდ ფრენჩი, მისი მოვალეობა იყო შეესწავლა ადგილზე ყველა ცნობა, რომელიც ამოს შეეხებოდა, გადაემოწმებინა ინფორმაცია.პოდპოლკოვნიკმა სულ ახლახან, 83 წლის ასაკში აღიარა, რომ პირადად ნახა უცხოპლანეტელები და მათი ხომალდი.მისი მონათხრობით საქმე ეხება 1950 -იანი წლების დასაწყისში გამოძახებას კანადაში, პატარა ქალაქ სენტ-ჯონსში, ნიუფაულენდში და ლაბრადორში.თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე რამდენიმე ამო შეამჩნიეს.უფროსობამ ფრენჩს უბრძანა გამგზავრებულიყო სენტ-ჯონსში და გარკვეულიყო სიტუაციაში."ადგილზე მისულს მოსახლეობა და პოლიცია დამხვდა-იხსენებს რიჩარდ ფრენჩი-ისინი დაძაბულად მისჩერებოდნენ ოკეანეს, მათი ინფორმაციით ხომალდები წყალში იყვნენ.მალევე ნათლად დავინახე 2 მრგვალი ხომალდი, დაახლოებით 18 ფუნტი(5, 5მ) დიამეტრის და 3 ფუტი(0, 9) სიმაღლის, ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 20 მეტრით იყვნენ დაშორებულები და წყალზე ტივტივებდნენ.ხომალდზე დავინახე ორი არსება, დაახლოებით 2-3 ფუნტის (0, 6-0, 9მ)სიმაღლის მონაცრისფრო ფერის, მათ ჰქონდათ წვრილი ხელები ორი თუ სამი თითით, თავის ზედა ნაწილი უფრო ფართო ჰქონდათ, ხოლო მათი თვალები ელამი იყო და თითქოს ანათებდნენ.შემდეგ ერთ-ერთი ხომალდი ნელ-ნელა აფრინდა და სადღაც 20 წუთში დაბრუნდა, შემდეგ ეს უცნაური არსებები კიდევ რაღაცას ჩხირკედელაობდნენ, შემდეგ ორივე ხომალდი ნელ-ნელა აიწია წყლიდან, მოუმატეს სიჩქარეს და გაქრნენ.ვფიქრობ სარემონტო სამუშაოები შეასრულეს, შეამოწმეს და შემდეგ გაფრინდნენ....როგორც Huffington Post-ი იუწყება, პოდპოლკოვნიკმა როგორც დავალებული ჰქონდა, კომისიას ფიქტიური რაპორტი ჩააბარა, სადაც აღნიშნავდა, რომ ადგილზე მისულს უცხოური სატრანსპორტო გემები დახვდა."მე დარწმუნებული ვიყავი, რომ უცხოპლანეტელთა ხომალდები ვნახე, თუმცა ჩემი ამოცანა იყო გამექარწყლებინა ყველა ისტორია ამო-ებზე"-დასძინა ფრენჩმა. 225 2-ს მოსწონს
|