მხატვრობა საოცარი ფაქტები 2013, 15 მაისი, 15:43 ამ სტატიაში გაეცნობით საინტერესო ფაქტებს მხატვრებისა და მხატვრობის შესახებ
![]() მსოფლიოს უდიდესი სურათის სიგრძე 313მ, ხოლო ფართობი 35356 მ კვადრატია. ეს რობერტ უილენდის სურათია, რომელიც ზღვის არსებებს ასახავს და კალიფორნიის „ლონგ ბიჩ არეას" აკრავს გარს. ყველაზე ძვირად გაყიდული ათი სურათიდან ოთხი პაბლო პიკასოს ფუნჯს ეკუთნის. ყველაზე ძვირად ვინსენტ ვან გოგის სურათი გაიყიდა. 1990 წელს მისმა „დოქტორ გაშეს პორტრეტმე" ყველა ადრინდელი რეკორდი მოხსნა და ნიუ-იორკის აუქციონზე 82, 5 მილიონ დოლარად ![]() თომას გეინზბორი 1, 8 მეტრის სიგრძის ფუნჯებს იყენებდა, რადგან ხატვისას ტილოსგან შორს დგომა უყვარდა. ანრი მატისი გრძელ კოჭზე მიბმული ნახშირით ხატავდა, თუმცა ამ დროს ის უკვე ძალიან მოხუცი იყო და ავადმყოფობა სიარულის საშვალებას არ აძლევდა. ![]() 1994 წელს ქურდებმა ნორვეგიის ქალაქ ოსლოს გალერეიდან ედვარდ მუნქის ცნობილი „ყვირილი" გაიტანეს, გალერეის მცველებს კი ბარათი დაუტოვეს, რომელზეც ეწერა: „დიდი მადლობა სუსტი დაცვისთვის". სურათი იმავე წელს იპოვეს და გალერეაში დააბრუნეს. შედევრებიდან ყველაზე მეტჯერ რემბრანტის „იაკობ III დე გეინის პორტრეტი" მოიპარეს. ის ოთხჯერ მოიპარეს და პოლიციამ ოთხივეჯერ ძალიან უცნაურ ადგილებში იპოვა, მათ შორის, ლონდონის სასაფლაოს ერთ-ერთი სკამის ქვეშ და ველოსიპედის საბარგულში. პაბლო პიკასო სწრაფად ხატვით იყო ცნობილი. ის დღეში, საშუალოდ, 8, 7სურათს ქმნიდა. ![]() ![]() ![]() 179 13-ს მოსწონს
|