x
image
ლარგო ვინჩი
გლობალური დათბობა სათბურის ეფექტი
imageმეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი ყოველ 40 წელიწადში 1-გრადუსით თბება. საუკუნეში ორნახევარი გრადუსი თითქოს არც ისე დიდი რიცხვია, მაგრამ ტემპერატურის ასეთი ზრდა
მინიმუმ 50-ჯერ უფრო სწარაფია, ვიდრე გასული 10000 წლის მანძილზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები.


დედამიწის კლიმატი ბუნებრივად იცვლება, მაგრამ უკანასკნელი საუკუნის გლობალური დათბობა მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ვერ
აიხსნება. მისი ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაბინძურებაა.


სათბურის ეფექტი
დედამიწის ზედაპირი მზის სინათლეს შთანთქავს და მას სითბოდ აქცევს. ამ სითბოს ნაწილი ისევ კოსმოსში აღწევს, ნაწილს კი ატმოსფეროში შემავალი აირები, მაგალითად, ნახშიროჟანგი და წყლის ორთქლი, შთანთქავს. ამაირებს ’’სათბურის აირებს“ უწოდებენ, ვინაიდან ისინი სათბური შუშების მსგავსად მოქმედებს - სინათლეს შიგნით უშვებს, სითბოს კი გარეთ აღარ ატარებს.
image
ბუნებრივი სათბური ეფექტის გარეშე დედამიწა
ძალიან ცივი იქნებოდა და მასზე სიცოცხლეც ვერ იარსებებდა. პრობლემა ისაა, რომ
ადამიანები ატმოსფეროს სათბურის აირების დამატებითი რაოდენობით აბინძურებენ. ეს
აირები ატმოსფეროში გროვდება და სულ უფრო მეტ სითბოს აკავებს.












გლობალური დათბობის შედეგები



ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, თუ დათბობა გაგრძელდება, მაგრამ ისკი ვიცით, რომ დედამიწაზე ამინდი ნამდვილად შეიცვლება. ოკეანეებიდან მეტი წყალი აორთქლდება, რასაც მეტი წვიმა და,
შესაბამისად, სანაპირო რეგიონების დატბორვა მოჰყვება. ხმელეთიდანაც მეტი წყალი აორთქლდება, რაც მიწის გამოშრობას გამოიწვევს. კლიმატის
ცვლილების შედეგად მოხდება ცხოველებისა და მცენარეების ნაწილის მიგრაცია ახალ ადგილებზე, ნაწილი კი გადაშენდა.გლობალური დათბობის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. თუმცა არსებობს გლობალური დათბობის შენელების ბევრი ხერხი, მაგალითად, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ნაგვის ხელახალი გადამუშავება და ფეხით ან ველოსიპედებით გადაადგილება ავტომობილების ნაცვლად.
image

image
image
image
image
image

1
2710
9-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
2710
  
2015, 26 მარტი, 18:25
კარგია პროექტზე ვიტყვი :)
0 1 1