x
image
კატაპულტი
რატომ მიდიან საქართველოდან?!
imageდღესდღეობით საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 25% საზღვარგარეთ ცხოვრობს.ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ან მესამე ოჯახიდან თითო ადამიანი მაინცაა უცხოეთში გასული.უფრო მეტიც, ზოგიერთი ოჯახის უფრო მეტი წევრი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში.დამერწმუნებით, საკუთარი ქვეყნიდან მოშორებით მოღვაწეობა არც თუ ისე ადვილი საქმეა.მაშ რამ აიძულა ეს დაახლოებით 1 500 000 ადამიანი მშობლიურ მიწას მოსცილებოდა და უცხოეთში განეგრძო ცხოვრება? მიზეზი რამდენიმეა:


1.საზღვარგარეთ წამსვლელთა უდიდესი ნაწილი საკუთარ ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო მიდის.ვითარება კი იმდენად მძიმეა საქართველოში, რომ მათხოვრობაც კი უკვე ნაცნობობითა და დასწრებითაა.ვერც გავამტყუნებთ ჩვენს მოქალაქეებს, როდემდე უნდა ელოდნონ, რომ “რაღაცა გამოსწორდება". მოდით დავფიქრდეთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ყველას რომ ჰქონდეს საზღვარგარეთ წასასვლელი მინიმალური თანხა.მართლაც მწარე სიმართლეა..


2.პრობლემა ისიცაა, რომ სამუშაო ადგილები რომც შეიქმნას, მას უცხოელი ინვესტორები აკონტროლებენ და ქართველი მოსახლეობა ნაკლებად თუ საქმდება მათ პროექტებში.ბიზნესი კი მეტწილად უცხოელების მიერ კეთდება ჩვენს ქვეყანაში.


3.კიდევ ერთი პრობლემა, ესაა ხშირ შემთხვევაში დაბალი ანაზღაურება.მათ, ვისაც საკმაოდ მოთხოვნილებადი პროფესია და კვალიფიკაცია გააჩნია, საზღვარგარეთ უფრო უკეთ უხდიან, ვიდრე ჩვენთან.შესაბამისად, ცდუნებაც დიდია უცხოეთში მოღვაწეობისა.



4.ქართული მენტალიტეტიც დიდ როლს თამაშობს ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებაზე, ისევდაისევ სამსახურის თვალსაზრისით, ქართველთა უმეტესი ნაწილი საქართველოში თაკილობს ისეთ სამსახურს, რითაც საზღვარგარეთ კავდება.


ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლებიც ქართველებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს, თუმცა არსებობს სხვასხვა განსხვავებული მიზეზებიც.


ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეები კი, ვისაც უცხოეთში ყოფნა არ გამოუცდია, ამბობენ, რომ იქ ბევრად უკეთესია, თუმცა არავინ იცის იქ მყოფებზე უკეთ, თუ რა ჯაფა და ფსიქოლოგიური წნეხი ადგათ მათ. როგორც იტყვიან, “იქ ჯობს, სადაც არ ხარ"

2
547
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
547
  
2013, 15 მაისი, 10:10
ეგეც არის,თაკილობას რომ თავი გავანებოთ, აქ ოჯახებსაც არ აქვთ იმდენი,რომ ვინმე აიყვანონ მომვლელად
2013, 14 მაისი, 23:34
აქედან ყველაპერი ნათელ ფერებში ჩანს,არადა უმეტეს შემთხვევაში მუშაობენ ოჯახებში მოსამსახურედ,რასაც საქართველოში რატომღაც თაკილობენ
0 1 2