საზოგადოება წარმატებული ადამიანების გამონათქვამები წარმატებაზე 2013, 14 მაისი, 17:59
“ზოგიერთი ადამიანი თავის წარმატებას იმ რჩევებს უმადლის, რომელიც არ შეასრულა". (ბერტრანდ რასელი)
“თუ წარმატებას მიაღწევ, ბევრი მეგობარი გამოგიჩნდება, თუ წარუმატებელი გახდები, მათი ძებნა მოგიწევს".(ჰარი ტრუმენი) “ცხოვრებაში წარუმატებლობაზე უარესიც არსებობს: ესაა არაფერი გქონდეს გაკეთებული".(რუზველტი) “მრავალი შესაძლებლობა არსებობს, რომ კარიერა აიწყო, მაგრამ ყველაზე საუკეთესოა შესაბამის ოჯახში დაიბადო".(დონალდ ტრამპი) “ვისაც წარმატება სურს, ის ცოტაოდენ კაციჭამიობისთვის უნდა იყოს მზად".(სალვადორ დალი) “იმისათვის, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, ადრე უნდა ადგე, გვიანობამდე იმუსაო და ნავთობს მიაკვლიო".(ჟან პოლ გეტი) “ზომიერად და ნელა, ასეთია გზა წარმატებისაკენ" (ბომარშე) “ვისაც მაღალი კოშკის აგება სურს, დიდხნას უნდა დაკავდეს ფუნდამენტის ამოყვანით".(ენტონი ბრუკნერი) “მე წარმატებას ჩემი გამარჯვებებით კი არ ვაფასებ, არამედ იმით, თუ რამდენად უკეთესი ვარ ყოველ წელიწადს".(ტაიგერ ვუდსი) “წარმატებისათვის ერთადერთი შანსიც კმარა".(ჯესი ოუენსი) “რა არის ფული? ადამიანი წარმატებულია, როდესაც ის ლოგინიდან ადგომიდან დაწოლამდე იმას აკეთებს, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს"(ბობ დილანი) “კარიერა შესანიშნავი რამაა, მაგრამცივ რამეში მისით ვერ გათბებით".(მერლინ მონრო) “წარმატება ხასიათს აუმჯობესებს".(უილიამ მოგამი) “წარმატებული ადმიანები წარმატებულნიარიან, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რასაც სხვები არა."(ჰენრი ფორდი) “წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია".(უოლტერ კრაისლერი) “ვინც 20 წლისა ლამაზი არაა, 30-სა ძლიერი, 40-სა ჭკვიანი და 50-სა მდიდარი, ამის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს".(ლუდვიგ ორბახერი) “წარმატება ხანგრძლივია, თუ იცით, რატომ ხართ წარმატებული".(რუპერტ ლეი) 3831 1-ს მოსწონს
|