x
image
t.x.
ულამაზესი "თეთრი ქვრივი" ტერორიზმის ბრალდებით იძებნება
imageტერორიზმში ეჭვმიტანილი ულამაზესი ქალი, რომელიც "თეთრი ქვრივის" სახელითაა ცნობილი იძებნება. მას ბრალად ედება ერთ-ერთ კურორტზე ბრიტანელი ტურისტების აფეთქების მცდელობა. ეს 29 წლის სამანტა ლევთვაითია. ის მას მერე არის გაქცეული, რაც კენიის პოლიციამ მისივე ქმართან, ჟერმენ ლინსეისთან ერთად დაადანაშაულა ლონდონის 7 ივლისის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით აფეთქების დაგეგმვაში.

სამანტა სამი შვილის დედაა, ის საგრაფოს ყოფილი მოსწავლეა, რომელმაც თხუთმეტი წლისამ მიიღო ისლამი და უკვე მონაწილეობდა ორ სასიკვდილო შეტაკებაში.image

გამომძიებლებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ის გეგმავდა და მონაწილეობას აპირებდა მომბასის სისხლისღვრაში. მისი სავარაუდო თანამოაზრე ჯერმეი გრანტი დაპატიმრებულია და ოთხშაბათს წარსდგება სასამართლოს წინაშე. ჯერმეის ეშინოდა, რომ სამანტა მოინდომებდა მის გათავისუფლებას შეიარაღებული თავდასხმით, ხოლო შემდეგ ტყვეს გამოიყენებდა ახალი ბოროტმოქმედების ჩასადენად.

კენიის კურორტებზე ყოველწლიურად 200 000-მდე ბრიტანელი ტურისტი ჩადის დასასვენებლად და სოლიდურ თანხებსაც ხაჯავენ. სამი კვირის წინ სამანტა მომბასში შენიშნეს.


"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამანტა გაჩერდა ერთ-ერთ დიდ სახლში მდიდრულ კვარტალში. მისმა მეზობელმა შენიშნა ქალი ულამაზესი ლურჯი თვალებით, რომელიც ჩადრს ატარებდა. აღწერილობა ზუსტად ემთხვეოდა სამანტასას".

2005 წელს ინგლისის მეტროში მოხდა აფეთქება, სადაც მისმა ქმარმა ზურგჩანთაში ჩაწყობილი ბომბები დატოვა. მაშინ ამანდა მხოლოდ დაკითხეს და გაუშვეს, ვერ წარმოიდგენდნენ თუ ქალიც მონაწილებდა ამ ამბებში. არა და, სამანტა ჯიხადის ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურია. ისინი აწარმოებენ ომს სომალის მთავრობასთან ჩრდილოეთში.

2
80
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
80
  
2013, 12 მაისი, 13:32
'ულამაზესი' :) ჰმმ..
2013, 12 მაისი, 12:32
თან ცისფერთვალება:D
0 1 2