მამაკაცის მოდა ბალოტელი და ბარვუა დოლჩე და გაბანას ფოტოსესიაზე 2013, 11 მაისი, 0:18 თავისი საუცხოო, მომხიბლავი ღიმილითა და ნათელი ფერის ქოჩრით ენოხ ბარვუა თავისი სახელოვანი ძმის მარიო ბალოტელის ზუსტი ასლია. გასულ ღამეს, იტალიაში, მილანში დოლჩე და გაბანას მაღაზიაში ძმებმა ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. კარგი სანახავები იყვნენ ერთნაირ ქერა თმებში. მარიო სმოკინგში იყო გამოწყობილი და ყელზე ბაფთა ებნია, ხოლო ენოხ ბარვუა შავ პიჯაკში და ჯინსებში. მიუხედაად იმისა, რომ მარიო 2 წლის ასაკიდან ბალოტელების ოჯახში იზრდებოდა, ძმებს მაინც არ გაუწყვეტიათ ერთმანეთთან ურთიერთობა. საინტერესოა სად ითამაშებს ენოხ ბარვუა, იტალიაში-მილანში თუ ესპანეთში? იქნებ დოლჩე და გაბანას ტანსაცმლის ფოტოსესიამ მოხიბლა? 111 9-ს მოსწონს
|