მოდელიერები სეზონურ რჩევებს გვაძლევენ და ნება ჩვენია, გავითვალისწინებთ თუ არა. ამჯერად რჩევები მამაკაცებს ეკუთვნის და ქამარზე გესაუბრებით.
იყო დრო, როცა აღარ ატარებდნენ ქამრებს, არადა ქამარი (მით უმეტეს კარგი) ყოველთვის მიმზიდველობას ანიჭედა მამაკაცის ჩაცმულობას. 
თხელი ნაჭრის შარვლებს სქელი ტყავის ქამრები არ უხდება. დღეს ძალიან მოდურია დაწნული ქამარი, რომელსაც ძირითადად საზაფხულო შარვალზე ხმარობენ. საზამთრო, ველვეტის ან შალის შარვლებს იმავე ფერის ტყავის ქამრები უხდება. რაც მთავარია, მამაკაცებო ჩაიცვით მოდურად, მოხდენილად და ქამრის ტარებაც არ დაგავიწყდეთ.