გატი: ”მესი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ ”რეალში” არ გადავა” და სხვა ინფორმაციები
გატი: ”მესი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ ”რეალში” არ გადავა” და სხვა ინფორმაციები
არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო გატი თვლის, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელისთვის, ლიონელ მესისთვის, უმჯობესია კლუბის შეცვლა, იტყობინება სამხრეთ-ამერიკული პრესა
თავად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ არც კი გაუფიქრია ”ბარსელონას” ”რეალში” გაცვლაზე.
\ ”რეალის” შემადგენლობაში მესის თამაშის ყურება 1-2ჯერ სასიამოვნო იქნება. იგი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ მადრიდის ”რეალში” არ გადავა. თუ იგი დაიცავს სხვა კლუბის ღირსებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისი შედარება პელესთან და მარადონასთან.” - განაცხადა გატიმ.
გატი თვლის, რომ მესისთვის საუკეთესო ვარიანტი მადრიდის ”რეალია”.
ტელიო ევროპაში ძალიან მოთხოვნადია
მიმდინარე სეზონში კრისტიანმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ესპანური პრესის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს არ სურს კატალონიის დატოვება, მაგრამ უნდა გაიგოს კლუბის პოზიციები. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ბოლოს ტელიომ "ბარსელონასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2016 წლამდე რჩება.
"ბარსელონასა" და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბოლო დროის მანძილზე ევროპაში ძალიან მოთხოვნადი გახდა. როგორც ერთ–ერთი რადიო გადაცემა იტყობინება, ტელიოს საყიდლად "ლივერპული", "ტოტენჰემი", "არსენალი" და კივევის "დინამო" არიან მზად.