x
image
lady.ge
სექსუალურობის მაჩვენებელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image
თქვენი აზრით, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე.. ყველაზე სექსუალური მამაკაცები? კითხვაზე
პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და ნუ
დაიწყებთ იმის მტკიცებას რომ მორიელია ყველაზე სექსუალური ნიშანი და მათთვის ვინც ბედისწერის გავლენით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ
დაიბადა ტემპერამენტის ნასახი არ უბოძებია ბუნებას. სინამდვილეში კი ყველაფერს ისევ
და ისევ პირადი რუკის განხილვა სცემს ზუსტ პასუხს. ადამიანში სექსუალური ენერგიის სიჭარბეს
და ასევე იმას, თუ რამდენად მომხიბვლელი იქნება იგი საპირისპირო სქესისთვის, განსაზღვრავს
რამოდენიმე ფაქტორი, ამ შემთხვევაში მოდით ჯერ მამაკაცებზე ვისაუბროთ, უკვე შემდგომ
კი ქალებზე გადავალ.


უფრო გასაგებ ენაზე რომ აგიხსნათ, მამაკაცის სექსალურობის
გასაგებად, პირველ რიგში, მის პირად რუკაში
პლანეტა მარსის განლაგება უნდა გადამოწმდეს, ასე მაგალითად თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს პირადი
კოსმოგრამის მიხედვით, მარსი ვერძში, ლომში,
მშვილდოსანში ან მორიელში ჰყავს ეს პირდაპირ მიანიშნებს მის ენერგიულობას და ტემპერამენტზე.
თუმცა გამოხატვის ფორმები მათ სხვადასხვანაირი
ექნებათ. თუ მარსი ვერძის ზოდიაქოშია, მამაკაცი ფიცხი, ფეთქებადი, ექსტრიმის მოყვარული
და მოუთმენელი იქნება. ამიტომ მისი მოთხოვნები, ქალმა მყისიერად უნდა დააკმაყოფილოს.
თორემ იგი მალე დაკარგავს თქვენ მიმართ ინტერესესს. თუ მარსი ლომის ზოდიაქოს იკავებს,
ეს მამაკაცი უზომოდ ამაყი და თავმოყვარე იქნება. თუმცა საკუთარი მანერებით და ქცევის
სტილით ძალიან ადვილად შეუძლია ნებისმიერი ქალი ლოგინამდე „მიიტყუოს“, თუმცა ამას ისე
გააკეთებს თითქოს თავად კი არა, ქალი ჩამოეკიდა იქეთ კისერზე. თუკი მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოს იკავებს, ასეთი
მამაკაცი უცხოელი პარტნიორების დიდი მოყვარული
იქნება, ან შორ დისტანციაზე რომანები აღაგზნებს მის წარმოსახვას. რაც უფრო შორსაა მისი ინტერესის ობიექტი მით უფრო მეტი აზარტით ეცდება
იგი სასურველი ქალის ხელში ჩაგდებაზე იზრუნოს.
აი რაც შეეხბა მარსს მორიელში, ფრთხილად! მოუხედავად გარეგნული თავდაჭერილობისა, ეს
კაცი უზომოდ ეჭვიანია.თუმცა მორიელის გავლნით
მას საოცრად მრავალფეროვნი სექსუალური ფანტაზიები ექნება და გამორიცხული არაა მსუბუქი
სადო-მაზოხიზმისკენაც კი იყოს მიდრეკილი.


აქედან გამომდინარე, გავითვალისწინებთ რა, ზემოთ ჩამოთვლილ
ოთხ ყველაზე ძლიერ მახასისათებელს მამაკაცის სექსუალურობის გასარკვევად. ნაჩქარევ დასკვნებს
ნუ გააკეთებთ, თუკი თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ზოდიაქოს ნიშნით ქალწული აღმოჩნდება,
მთავარია მას მარსი ჰქონდეს სექსუალური, ეს ყველა პრობლემას გამოასწორებს.



p.s საიმისოდ რომ გაარკვიოთ მარსის მდებარეობა
კონკრეტული ადამიანის ჰოროსკოპში, მისი პირადი რუკა უნდა შეადგინოთ. ამისთვის შეგიძლიათ
გამოიყენოთ პირადი მესიჯების სისტემა ჩემთან და მე ვეცდები დაგეხმაროთ მის შედგენაში.


და ეს ყველაფერი როდია.. მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ
რამოდენიმე სხვა მახასიათებელზეც პირად რუკაში, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ
თქვენთვის საინტერესო მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობების დონე.

2
2278
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2278
  
2012, 26 აპრილი, 13:07
ვენერა ცეცხლის ნიშანში და მთვარე წყლის საკმაოდ სექსუალურ ადამიანზე მიუთითებს. იმიტომ რომ წყლის სტიქია ყველაზე ემოციურად და სექსუალურად ითვლება, ამას დავუმატოთ ცეცხლის დინამიურობა და ვნებიანობა, მშვენიერ კომბინაციას მივიღებთ
2012, 26 აპრილი, 7:29
ვენერა რომ ცეცხლის ნიშანშია და მთვარე წყლის ნიშანში ამ დროს რამდენადაა გამოხატული ასეთი ადამიანის სექსუალობა
0 1 2