საზოგადოება გამდიდრების მარტივი შესაძლებლობა 2013, 8 მაისი, 12:18
არსებობს მრავალი რჩევა-დარიგება, თუ როგორ გავმდიდრდეთ, როგორ მოვიხვეჭოთ უფრო მეტი ფული.ჩვენ, პატიოსანი ადამიანები, კი ვცდილობთ ავირჩიოთ მაქსიმალურად ისეთი ვარიანტი, რომელიც არ შეგვილახავს ღირსებას, ღვთის წინაშე მართალს დაგვტოვებს. ვფიქრობ, ამისათვის არსებობს კარგი შესაძლებლობა: დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ ტრიალ მინდორზე ან უდაბნოში ხართ, ირგვლივ არაფერი, არც ადამიანი, არც სასმელი, არც საჭმელი, მხოლოდ თქვენ, სულ არაფერი გაბადიათ.გაახილეთ თვალები და დაფიქრდით, რამდენი რამე გაქვთ: გყავთ მეგობრები, ნათესავები, ადამიანები, ვისთანაც კარგად გრძნობთ თავს; გაქვთ სახლი, მინიმუმ ასე თუ ისე საკმარი საჭმელ-სასმელი, რომელზეც ასე ვგიჟდებით ადამიანები; ყველაზე მთავარი გაქვთ - სიცოცხლე. არსებობს ამაზე მეტი სიმდიდრე?! თუ ფიქრობთ, რომ არა, გილოცავთ, თქვენ უკვე ძალიან მდიდარი ხართ. 112 4-ს მოსწონს
|