x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ქალიშვილობა საქართველოში და ქართველი ქალიშვილები ფეისბუქში
ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში რომ უკიდურესად პრობლემატურია, ცნობილია. საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, ქართველი ხალხი რელიგიური და ტრადიციების მიმდევარი, თუმცა ამ კონსერვატიზმისა და ტრადიციების ზუსტი საზღვრები და დეფინიცია 21–ე საუკუნეში ცოტა ჭირს.

ქართველი კონსევატორების, ანუ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, „ქართული წესის და ადათების“ ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად დღემდე რჩება ყბადაღებული ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, 21–ე საუკუნის საქართველოში დიდ სოციალურ სიმახინჯედ იქცა.

ხშირად გაიგონებთ, რომ ამ კუთხით საქართველოში პროგრესია, რომ წარსული სიბნელე უკან იხევს და მალე ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა გამოსწორების გზებიც თავისებურად მახინჯ ფორმებს იღებს. გოგონათა დიდი უმრავლესობა ქალიშვილობის ინსტიტუტის ერთგული მიმდევარია და საქორწინო კაბას და პრინცს 14 წლის ასაკიდან გაალმასებით ელოდება.

აქ ქვეკატეგორიაც გამოიყოფა: „ქალიშვილი იმიჯით“, რომელნიც შემდეგ კუზანოვის ცნობილი და ყბადაღებული კაბინეტის გრძელი რიგის წევრები ხდებიან.


როგორც ჩანს, სწორედ ამ კატეგორიისა და „გაალმასებით მომლოდინე“ ქალიშვილების დაცინვა–გაშარჟების მიზნით შეიქმნა კიდევ ერთი ჯგუფი „ფეისბუქში“: „ქალიშვილები საქართველოში“, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მის პოპულარობას, სახელწოდების გარდა, სტატუსები, ისტორიები და კომენტარებიც განაპირობებს და რახან ეს დეტალები ვახსენეთ, რამდენიმეს შემოგთავაზებთ კიდეც:

„გერმანელი ტურისტი: საქართველოში ყველა ღირსეულ მამაკაცს საყვარელი ჰყავს, თუმცა, ამავე დროს, იქ, ქალი სამართლიანობის, ღირსების, სიწმინდისა და უმანკოების განსახიერებად ითვლება. თუმცა, ვერაფერი გავიგე: თუ მართლა ასეთები არიან ქართველი ქალბატონები, მაშინ ვინ არიან ქართველი მამაკაცების საყვარლები?“

„როცა მეფე ომში მიდიოდა, მეფის მჭედელი, დედოფლისთვის, რკინის ტრუსს ჭედავდა, რათა მეფე მშვიდად ყოფილიყო. დედოფალი რკინის ტრუსით შეიმოსებოდა, მჭედელი კი ამ რკინის ტრუსის გასაღებს მეფეს აძლევდა... თუმცა, ანცი მჭედელი მეორე გასაღებს თავისთვის ამზადებდა...“

ამ და მსგავსი შინაარსის სტატუსების გარდა, ჯგუფში შეხვდებით სტატიებსაც შესაბამის თემაზე. მოკლედ განტვირთვისთვის შექმნილი ეს გვერდი საკმაოდ გაახალისებს მას, ვისაც მსგავს საკითხებზე მსჯელობა მისაღებ და საინეტერსო საქმიანობად მიაჩნია.image

52
56739
30-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
56739
  
2016, 10 დეკემბერი, 16:14
ძლიერი ქალისთვის სექსში მთავარი ორგანო ტვინია, ამიტომ ღირსებაა მისთვის მთავარი და ნაშად არ გაუხდება ვინმეს. ხასად არ დაუდგება კაცს, რომელიც თავის ღირსად და თანასწორად არ მიიჩნევს და თავისზე ნაკლობად მიაჩნია. მოთმინება და თავშეკავებაა სიძლიერის გამომხატველი. იმას, ვისაც მოთმინება შეუძლია, საუკეთესო ხვდება, იცოდე
2016, 12 აგვისტო, 22:31
საქართველოს გარდა სად ნახავთ გოგოებს, რომლებსაც იმდენი სექსი ქონიათ, თქვენ რომ ვერ მოიაზრებთ და მაინც ქალიშვილებად დარჩნენ!
2016, 21 მაისი, 20:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 27 მაისი, 13:14
1000 ჯერ სხვის მიერ ნახმარ ნივთს იხმართ???
2014, 11 აგვისტო, 15:08
ამაზრზენია. მივარწყიე ამგვარ ავტორებსა და სტატიებს.
2014, 17 ივლისი, 0:39
იცი რატომ სძულთ ?? ეგეთ ქალებს ვერ იმორჩილებენ ეგ კაცუნებიი :))) წყნარ და სახლში მყოფ ქალს-კი ;)) და ვსოო რაა აგარ უნდა ამას ბევრი ახსნა !!!
2014, 4 ივნისი, 13:38
ყოველი სიტუაცია ინდივიდუალურია და სპეციფიური. ზოგადი რეცეპტი არ არსებობს..
2014, 17 იანვარი, 11:45
იმიტომ სძულთ,რომ ვერ იტანენ ძლიერ ქალებს ;)) ძლიერ კაცს ძლიერი ქალი მოსწონს,კაცუნას კი აკმაყოფილებს ''მონა'',რომელიც ერთ ნათქვამზე ცუციკივით დარბის :)რატომ მოეწონება ქართველ კაცს წარმატებული ქალი,რომელსაც საკუთარი შემოსავალი აქვს და დამოუკიდებელია,ასეთ ქალზე ვერ იბატონებს :) სულაც არ მგონია,რომ კაცი ჩემზე რამით დგას მაღლა!!! ასეთი აზროვნება რომ აქვთ ქართველებს,მაგიტომ ინგრევა ოჯახები :) ოჯახურ ურთიოერთობაში ვინაა მაღლა და ვინ დაბლა ამაზე თუ ვიფიქრეთ,ცუდად წავა საქმე...ერთმანეთის აზრის გათვალისწინება და ურთიერთგაგება ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე იმაზე დავა ოჯახში ვინ მაღლა დგას :)
2013, 1 ნოემბერი, 13:50
არადა ამ დროს შეიძლება ის იმაზე უარესია ხო:D:D
2013, 1 ნოემბერი, 13:50
ჰო მართალია :@ ვერ ვიტან ამ ენაწაგდებულ ხალხს სულ სხვისკენ რომ აქვთ თითი გაშვერილი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10