x
image
Fieramente
დაუბრუნდება რუსული გაზი საქართველოს?

imageსაქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ რუსეთისაგან ბუნებრივი აირის შესყიდვა განაახლოს. „ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე, ანუ აზერბაიჯანზე“, - განაცხადა

მინისტრმა ქართული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ტელეკომპანიის მონაცემებით, ქართველი ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, თუმცა აღნიშნავენ, რომ რუსული გაზის ფასი აზერბაიჯანულთან შედარებით, 100 დოლარით ძვირია ათას
კუბამეტრზე. „რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ერთი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან კარგია, როდესაც ბაზარზე სულ მცირე სამი მიმწოდებელი არსებობს. ეს გამორიცხავს მონოპოლიის წარმოშობას შიდა ბაზარზე, ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას და ეს ჩვენთვის
საინტერესო კონიუნქტურას ქმნის“, - განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში ექსპერტმა ენერგეტიკული საკითხების დარგში, ლიანა ჯერვალიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებელი საქართველოში აზერბაიჯანი იქნება. 2007 წლის შემდეგ საქართველომ უარი თქვა რუსული გაზის შესყიდვაზე და იგი აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა.

1
35
2-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
35
  
2013, 8 მაისი, 12:49
კარგია,როდესაც ერთ პარტნიორზე არ ხარ დამოკიდებული,მაგრამ ცუდია,როდესაც რამდენიმე პარტნიორიდან ერთ-ერთი არასაიმედოა,ამიტომ ყოველთვის უნდა დაიტოვო შესაძლებლობა არასაიმედო პარტნიორის ჩანაცვლებისა
0 1 1