x
image
SnowRider
ყველაფერი ჯანმრთელობაზე. რატომ არის ჯანმრთელობა აუცილებელი? რა არის დღის სწორი რეჟიმი ? რა არის სწორი კვება?

imageჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო ავადმყოფობის და ფიზიკური ნაკლოვანებების არარსებობა. სულიერი ჯანმრთელობა - ჩვენი გონების ჯანმრთელობაა, ფიზიკური - ჩვენის სხეულის. ჯანმრთელობის ელემენტები ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს.
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია ( ზილის, კვების, შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიენის, სპორტის და ა.ს. მიზანშეწონილი განსაზღვრა ) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მუშაობის და დასვენების სწორი შეთავსება ითვლება მაღალი შრომისუნარიანობის საფუძვლად.

image

ყველაზე საუკეთესო დრო მუშაობისთვის/სწავლისთვის არის სწორედ
10-დან 12-მდე და 16-იდან 18-მდე. ეს საათები ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის (სპორტისთვის).
image


დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე, რათამ მან გამოიყენოს დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ან აღსადგენად. ყოველდღიური დასვენების ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი. საშუალოდ რეკომენდირებულია 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.

image

ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად მიჩნეულია სწორი კვება. საკვების მიღებას შორის შუალედები უნდა შეადგენდეს 4-5 საათს. ამ დროს საჭმელის მომნელებელ სისტემაზე თანაბარი დატვირთვა მოდის და საკვები ბოლომდე მუშავდება.

ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შეადგენდეს რაციონის 25%-ს, სადილი 35%-ს, შუალედური წახემსება 15%-ს, ხოლო ვახშამი 25%-ს. ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე არაუმეტეს 3 საათისა.

2
1216
7-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
1216
  
2013, 7 მაისი, 23:56
მადლობ :D
2013, 7 მაისი, 23:50
saintereso namushevrebi gaqvt dalian, carmatebebii:)
0 1 2