x
image
SnowRider
10 საოცარი ფაქტი, რომელზეც არ გსმენიათ
image1. კანადის ტერიტორიაზე შეჭრილი ყურე მსოფლიოში ყველაზე დიდია. მისი სანაპიროს სიგრძე 12250 კილომეტრია.


2. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი იყო ამერიკელი რობერტ
ვედლოუ. იგი 1940 წელს გარდაიცვალა. მისი სიმაღლე 2.72 მეტრს შეადგენდა.


3. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ლასკოს მღვიმეში
აღმოჩენილი გრავირებული და ფერწერული გამოსახულებები ძვ.წ. 20000 წლით თარიღდება.


4. პანამის არხი წარმოადგენს ხელოვნური წყლის გზას ცენტრალურ


ამერიკაში. იგი 1914 წლიდან ფუნქციონირებს და ერთმანეთთან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს.


5. კაქტუსი საგუარო, რომელიც არიზონას და კალიფორნიის
უდაბნოებში იზრდება, მსოფლიოში ყველაზე დიდია. მისი სიმაღლე ზოგჯერ 17.7 მეტრსაც აღწევს.


6. Dendrobates - ეს არის ხის შხამიანი ბაყაყი. იგი ძალიან საშიშია. მისი შხამის ერთი წვეთიც კი ძალიან მოკლე დროში კლავს ადამიანს.


7. ამაზონის ტროპიკული ტყეები სწრაფი ტემპით ნადგურდება.
ყოველი დღის ყოველ წუთს აქ 30 საფეხბურთო მოედნის ფართობის ტყე იჩეხება.


8. მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერია ანხელი (Angel), რომელიც მდებარეობს ვენესუელაში. მისი სიგრძე ერთ კილომეტრს აღწევს. ანხელი აღმოაჩინა ამერიკელმა პილოტმა ჯიმი ენჯელმა (Jimmy Angel) 1933


9. ანტარქტიდის კონტინენტზე მთელი მსოფლიოს ყინულის 90 პროცენტია თავმოყრილი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ყინული გადნობას დაიწყებს, მსოფლიოს მრავალი სანაპირო ქალაქი წყლით დაიფარება.


10. საჰარის უდაბნოს აფრიკის მთელი ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი უჭირავს.


















0
88
4-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0