ფუტკრების სიკვდილის გამო შესაძლებელია მასობრივი შიმშილი გაჩნდეს
მასობრივი ფუტკრების სიკვდილი, რომელსაც აკვირდება მთელი მსოფლიო, შეიძლება გადაიქცეს ნამდვილ კატასტროფად მთლიანი დედამიწისთვის, ფიქრობენ მეცნიერები. საერთაშორისო ფუტკრის ფედერაციის ასოციაცია „ოპიმონდიას“ პრეზიდენტი ჟილია რატია ამბობს, რომ ფუტკართა სიკვდილიანობამ აიწია 20-40 პროცენტით.
ის სიმდიდრე, რომელსაც ეს მწერები აძლევენ ადამიანებს, მხოლოდ თაფლის მომწადებაში არ შემოიფარგლება, ისინი ამტვრიანებენ ყვავილებს იმითი, რომ ისინი გადადიან მცენარიდან მცენარეზე ანუ მათ გადააქვთ მცენარის თესლი სხვა მცენარეზე. ასეთი შეასაძლებლობებით ფუტკრებს შეუძლიათ გაამრავლონ მსოფლიოს მცენარეების 80 პროცენტი. ამის გამო ფუტკრების გადაშენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული პრობლემები როგორიცაა, ხილის და ბოსტნეულის წლება და შეიძლება გაქრობაც კი.
მთავარი მიზეზები ფუტკრების სიკვდილისა, გამომძიებლების და მეცნიერების თქმით, არის პესტიციდების შემოტანა სოფლის მეურნეობაში და არასწორი მეთოდები მეფუტკრეობაში. ასევე ფუტკრების გაქრობა არის დაკავშირებული ვაროასთან (Varroa Oudemans) - რომლებიც პარაზიტების წინააღმდეგ საწამლავებით ანადგურებენ ამ მწერებს რომლებიც ოდიდგანვე იყვნენ ადამაინების „თანამგზავრები“ და აძლევდნენ მათ სასარგებლო ნაწარმს.