x
image
SnowRider
ეკოლოგიური "შტეფსელები"

ეკოლოგიური „შტეფსელები“

imageმსოფლიოში უკვე იგრძნობა ეკოლოგიური ნივთების შექმნის ტენდენცია. მაგალითად, ჩვეულებრივ „შტეფსელს“ გამოუჩნდა ანალოგი. იგი თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, მაგრამ აქვს უნიკალური ფუნქცია, რომ შეუძლია მზის ენერგიის გადაქცევა
ელექტრო ენერგიად.


იმისათვის, რომ იმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა დაამაგრო ფანჯარაზე, რომელზეც ეცემა მზის სხივები. იგი ადვილად ეკრობა შუშის ზედაპირს, თავისი წებოვანი ზედაპირით, რომელიც შესაძლებელია მოაძროთ, რის შემდეგაც შუშაზე არ დარჩება წებოს კვალი. ცოტა ხნის შემდეგ მასზე მოთავსებული ინდიკატორი განათდება მწვანედ. ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგია გარდაიქმნა და უკვე შეიძლება მისი გამოყენება ნებისმიერ წვრილი ელექტრო-ტექნიკის დასატენად.
image


ენერგიას რომელიც არ იქნა გამოყენებული, იგი ინახავს თავის „რეზერვუარში“ ანუ ბატარეაში. როდესაც დასჭირდება, იგი ეგრევე იყენებს შენახულ ენერგიას. ხუთი საათის განმავლობაში „შტეფსელი“-ს მიერ დაგროვილი ენერგია, სხვა ელექტრომოწყობილობებს
ჰყოფნით 10 საათი (ანუ ამ მოწყობილობით დატენილი ელექტრო ტექნიკა ხვა მოწყობილობებს ჰყოფნით 10 საათის განმავლობაში). ეკოლოგიის გარდა, მას გააჩნია მიმზიდველი დიზაინი (მასზე დაკრობილია ხელოვნური მცენარეები), რომელიც ხელს უწყობს თქვენი სახლის ინტერიერს გალამაზებაში.

2
128
7-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
128
  
2013, 7 მაისი, 23:34
მადლობბ :)
2013, 7 მაისი, 23:27
საინტერესოაა:))
0 1 2